მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა მესამე ნიშანი ის არის, რომ უმანკო და უბრალო ადამიანებს თავს სწავლულებად და განათლებულებად მოაჩვენებენ; თითქოს უცხო ქვეყნებში ფრიად სწავლულთა კაცთაგან დიდი ცოდნა და განათლება შეიძინეს, მაგრამ მათი განათლება დიდად საეჭვოა, რადგან მხოლოდ ზედაპირული და უსაფუძვლო ცოდნა აქვთ. საფუძვლიანი სწავლა დიდ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ხოლო მათ არც პირველი და არც მეორე არ გააჩნიათ.
მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმ...
იხილეთ სრულად
მაცთურთა პირველი ნიშანი და თვისება ის არის, რომ ისინი ლაპარაკის დროს სულიერსა და ხორციელს, ქვეყნიურსა და ზეციურს, სამოქალაქო წყობასა და საღმრთო სჯულს ერთმანეთში ურევენ. ამ განყოფილსა და განსხვავებულ საგნებს ერთად განიხილავენ და გმობენ
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხა...
იხილეთ სრულად
კარგი იქნებოდა ეკლესიაში ყოფილიყვნენ ბრძენი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკლესიას ისინი სჭირდება – მას არავინ სჭირდება. ჩვენთვის არის აუცილებელი ეკლესია, რადგან უიმისოდ ვერ გადავრჩებით. თუ რაღაცის ნიჭი გვაქვს, ცხადია, რომ ის ღვთის განდიდებას უნდა მოვახმაროთ, მაგრამ ჩვენს წვლილზე გადაჭარბებული წარმოდგენა ნუ გვექნება. ჩვენ „მონანი ვართ უხმარნი“ (ლუკ. 17, 10).
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელ ეკლესიას უბრალოდ ეკლესიას უწოდებენ. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალემში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავისი უტყუარობის, ჭეშმარიტების მტკიცებას, სრულიად აშკარაა, რომ მასში, მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია.
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და ...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია ეს არის ღვთის მიერ მოწოდებულ ადამიანთა ერთობა, რომელთა მიზანია დაიცვან უფლის მცნებები და აღასრულონი მისი ნება. ეკლესია კაცობრიობისათვის უდიდესი მადლია. ესაა ღვთის წყალობა, მომნიჭებელი ცოდვათა მიტევებისა და განწმენდისა, სიკვდილზე გამარჯვებისა და ხსნისა.
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯე...
იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი ეკლესია თავის ცხოვრებას ყოველთვის კრებების მეშვეობით წარმართავდა. ეს მართლმადიდებლური სულია: ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს წმიდა სინოდი, მონასტერში – მამათა კრება. ეკლესიის წარმომადგენლებმა და სინოდმა ერთად უნდა იმსჯელონ. მონასტრის წინამძღვარმა თუ იღუმენიამ და მონასტრის საბჭომ ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ეკლესიის წინამძღოლი არის უპირველესი თანასწორთა შორის. პატრიარქი პაპი არ არის, მას მღვდლობის იგივე ხარისხი აქვს, რაც დანარჩენ ...
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისან...
იხილეთ სრულად
მაცხოვარს ორი – ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ჰქონდა, ეკლესიაც ასეა. მისი, ასე ვთქვათ, „ადამიანური“ ბუნება მოყოლილია უამრავი სახის განსაცდელქვეშ, მაგრამ ნუგეშად ღმრთის აღთქმა ეგულება: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. (მათე 16, 18). რა იგულისხმება ამ ნათქვამში? – ძლიერი ქარტეხილები დაატყდება ეკლესიას თავს, იქნება კიდეც ათრიონ და გლიჯონ მისი „კაცობრივი“ სხეული, მაგრამ ეკლესიას ვერ მოსპობენ, ვერ გაანადგურებენ. არ შე...
მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებ...
იხილეთ სრულად
მეორე ნიშანი ზოგიერთი აწინდელი მაცთურისა იმაში მდგომარეობს, რომ მათი მტკიცებით საღმრთო წერილი იმავეს ასწავლის, რასაც თვითონ ჰქადაგებენ. ამასთანავე, ვითომ სწუხან და ზრუნავენ ქვეყნისათვის, ვითომ ღარიბი და დაცემული ადამიანები ებრალებათ და მათი აღდგენა და ბედნიერება სურთ; მაგრამ ეს ყოველივე ცბიერება და სიცრუეა.