თუ თქვენ წყნარი და უშფოთველი ხასიათი გაქვთ, მაგრამ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც იოლად ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მრისხანება მისი წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ ან თქვენი სიჯიუტით, მდუმარებით გამ...
იხილეთ სრულად
თუ თქვენ წყნარი და უშფოთველი ხასიათი გაქვთ, მაგრამ თქვენს გვერდით არის ადამიანი, რომელიც იოლად ფეთქდება, თქვენ კი შეგნებულად მოახდინეთ მასზე გავლენა და მრისხანება მისი წარმართეთ ვინმეს წინააღმდეგ ან თქვენი სიჯიუტით, მდუმარებით გამოიწვიეთ მისი მრისხანება, დამნაშავე ხართ.
გულის სიწმიდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად ზრახვა გვევლინება, განსაკუთრებით – მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის...
იხილეთ სრულად
გულის სიწმიდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად ზრახვა გვევლინება, განსაკუთრებით – მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის, განზრახვის, სურვილის, მოგონების მეშვეობით.
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივ...
იხილეთ სრულად
არის სიამაყის კიდევ ერთი დახვეწილი ფორმა, რომელიც დიდად სახიფათოა ჩვენი სულისათვის. ეს არის პატივმოყვარეობა. პატივმოყვარეობა იმდენად რყვნის ჩვენს საქმიანობას, რომ უფლის დიდების ნაცვლად საკუთარი თავის განდიდებაზე გადავდივართ. პატივმოყვარეობა მოითხოვს ქებას და დიდებას ადამიანთაგან.
შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღმრთისმსახურება, სრულად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ შეცოდება, ვინაიდან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონ...
იხილეთ სრულად
შეიძლება მოვისმინოთ ტაძარში ღმრთისმსახურება, სრულად წავიკითხოთ დილისა და საღამოს კანონი, მაგრამ ლოცვა კი არ გამოგვივიდეს, არამედ შეცოდება, ვინაიდან უფლის სახელს ამაოდ ვახსენებთ. ლოცვა, რომელიც გულისყურით აღესრულება, უფლის მიერ მონიჭებული მადლია იმისათვის, ვინც ლოცვითი ღვაწლით დაშვრა.
ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა, რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით ს...
იხილეთ სრულად
ბევრი ჩვენგანი მოუცლელობის საბაბით იშვიათად ამბობს აღსარებას. არადა, რაოდენ საჭიროა ხშირი სინანული. რამდენჯერ მომხდარა, რომ სულიერი კრიზისის ჟამს იმის ნაცვლად, რომ სასწრაფოდ მიგვემართა სულიერი მკურნალისათვის, მოუცლელობის მიზეზით სინანული გადაგვიდია, მერე კი ყველაფერი დავიწყებას მისცემია.
ვინც დაუქორწინებელია და თავის გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმიდა ქორწინებას და თავს წარმოიდგენს ჭეშმარიტ ქალწულად, თავის გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ ...
იხილეთ სრულად
ვინც დაუქორწინებელია და თავის გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმიდა ქორწინებას და თავს წარმოიდგენს ჭეშმარიტ ქალწულად, თავის გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ დაუპყრია მისი სული ვნებათაღელვის ცოდვას? შეინანეთ უფლის წინაშე.
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკი...
იხილეთ სრულად
თავდაპირველად გვევლინება ე.წ. მანქანება. ამ სახელით იწოდება ყოველგვარი უბრალო ზრახვა ან წარმოდგენა რაიმე საგნისა. შეიძლება ეს იყოს აზრი, რომელიც თავში მოუვა კაცს. იგი თავისთავაად უცოდველია და არ იმსახურებს არც მოწონებას დ არც გაკიცხვას, ვიდრე ჩვენში რაიმე ჩამოყალიბებულ დამოკიდებულებას არ გამოიწვევს.
პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ–მეგობრებისა დ...
იხილეთ სრულად
პატივმოყვარეობა და სიამაყე ბადებს ფუფუნებისაკენ სწრაფვას, იმის სურვილს, რომ რამენაირად გამოირჩეოდე ირგვლივ მყოფთაგან. თითქოს ყველაფერი გაქვს ყოველდღიური ცხოვრების მოსაწყობად, მაგრამ ეს გეცოტავება, რადგან გსურს ნაცნობ–მეგობრებისა და ნათესავების წინაშე გამოფინო ნაირგვარი უსარგებლო ფუფუნების საგნები.
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქ...
იხილეთ სრულად
არ შეგვწევს ძალა ავიტანოთ სხვისი ღირსება და ყოველნაირად ვცდილობთ მის დამცირებას, ჩრდილის მიყენებას, ხოლო ნაკლს კი, პირიქით, ცნობისმოყვარეობით და სიამოვნებით გამოვიკითხავთ, გამადიდებელი შუშით ვათვალიერებთ და დაუზოგავად ვკიცხავთ. აქედან მომდინარეობს უმძიმესი ცოდვა, ჩვენი სულის საშინელი კეთრი – განკითხვა.
უბედურება ის არის, რომ ჩვენ, თითქმის ყოველთვის, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. ჩვენ ვთვლით, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და გვავიწყდება სიტყვები საღვთო წერილიდან: "რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰქმნის" ...
იხილეთ სრულად
უბედურება ის არის, რომ ჩვენ, თითქმის ყოველთვის, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. ჩვენ ვთვლით, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და გვავიწყდება სიტყვები საღვთო წერილიდან: "რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰქმნის" (იაკობ. 1.20). აი, როგორ იბინდება ჩვენი გონება - უდიდეს ბოროტებას სიკეთედ აღვიქვამთ.