მუდამ გახსოვდეთ - სადაც არ არის პატივისცემა მღვდლის წოდებისადმი, იქ არც რელიგიისადმი პატივისცემაა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეელახათ მღვდლის ღირსება ცილისწამებითა და ჭორებით. აი, ვის ვუწყობთ ხელს, როდესაც განვიკითხავ...
იხილეთ სრულად
მუდამ გახსოვდეთ - სადაც არ არის პატივისცემა მღვდლის წოდებისადმი, იქ არც რელიგიისადმი პატივისცემაა. უზნეო ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეელახათ მღვდლის ღირსება ცილისწამებითა და ჭორებით. აი, ვის ვუწყობთ ხელს, როდესაც განვიკითხავთ და ცილს ვწამებთ ეკლესიის მსახურთ! და თანაც გვგონია, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით!
ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად. თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოწესრიგდე...
იხილეთ სრულად
ჩვენ ისე ჩაგვითრია ყოველდღიური საზრუნავების მორევმა, რომ სიკვდილი დაგვავიწყა. გამოგლიჯეთ თუნდაც ერთი დღით თქვენი სული ამაოების კლანჭებს და მიუძღვენით დღე მეშვიდე უფალს მისი მცნების თანახმად. თქვენ დარწმუნდებით, რამდენად მოწესრიგდება თქვენი ცხოვრება. უფალი აკურთხებს თქვენს შრომას, ოჯახს, სახლს, თქვენს მიწიერ ღვაწლს.
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ...
იხილეთ სრულად
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. მოუნანიებელი მომაკვდინებელი ცოდვა არამარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ ოპტინელი ამბობდა: „ასე უჭირავს ეშმაკს ხელში კაპიტალი და მისგან პროცენტებსაც იღებს“.
მარხვა მადლმოსილი ჟამია ჩვენთვის, ოღონდ თუ მოვახერხებთ და მცირედით მაინც შევამცირებთ ჩვენს ამაო ზრუნვას მიწიერი კეთილდღეობისათვის, თუ მცირეოდენ ნაწილს მაინც ჩვენი ყურადღებისა და ძალისხმევისა დავუთმობთ ჩვენს უბადრუკ, მიტოვებულ, მში...
იხილეთ სრულად
მარხვა მადლმოსილი ჟამია ჩვენთვის, ოღონდ თუ მოვახერხებთ და მცირედით მაინც შევამცირებთ ჩვენს ამაო ზრუნვას მიწიერი კეთილდღეობისათვის, თუ მცირეოდენ ნაწილს მაინც ჩვენი ყურადღებისა და ძალისხმევისა დავუთმობთ ჩვენს უბადრუკ, მიტოვებულ, მშიერსა და გაყინულ სულს, თუ შევეცდებით ჩავიხედოთ საკუთარ გულში და გავიგოთ, რა ხდება, რა ბუდობს იქ.
რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად...
იხილეთ სრულად
რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად დაიცვა გონება უწმინდური აზრებისაგან, გული – ბილწი სურვილებისაგან, სხეული – ბინძური საქმისაგან“.
link
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არა...
იხილეთ სრულად
„ის, საითკენაც ჩვენ მივეშურებით, მეტისმეტად მაღლაა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ამქვეყნად დავტოვებთ, მეტისმეტად უმნიშვნელოა. ამქვეყნად ძალზე მწირია ყოველი ჩვენი კეთილი საქმე, სათნოება, ჭეშმარიტების ჩვენეული გაგება. ამიტომაც, ამქვეყნად არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ვნების (ტანჯვის) მიღება სიმართლისათვის“. (არქიეპისკოპოსი იოანე შახოვსკოი).
უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ დ...
იხილეთ სრულად
უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია. ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ და გაეხსნებათ სულიერი ხედვა, საშინელი იქნება მათი გამოფხიზლება. განა სიბრალულის ღირსი არ არიან ისინი?
link
დიდ ცოდვას სჩადის ღმერთის წინაშე ის, ვინც ათასგვარ ჭორს ავრცელებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ზოგიერთი ქვეყნის დასასრულის ზუსტი თარიღის დასახელებასაც კი ბედავს. როგორ შეიძლება გამოიცნო ის, რაც ანგელოზებმაც კი არ იციან და მხოლოდ ზეციურ...
იხილეთ სრულად
დიდ ცოდვას სჩადის ღმერთის წინაშე ის, ვინც ათასგვარ ჭორს ავრცელებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ზოგიერთი ქვეყნის დასასრულის ზუსტი თარიღის დასახელებასაც კი ბედავს. როგორ შეიძლება გამოიცნო ის, რაც ანგელოზებმაც კი არ იციან და მხოლოდ ზეციურმა მამამ იცის. არანაკლებად ვცოდავთ ჩვენც, თუ ვუსმენთ მათ და გვჯერა ამ კადნიერი წინასწარმეტყველური განცხადებებისა.
link
ხშირად გაისმის ურწმუნოთაგან ეს სიტყვები: „მეზობელი მყავს მორწმუნე. ხშირად დადის ეკლესიაში, მაგრამ როგორი ბოღმიანი და მავნებელი ადამიანია“. ვაი ჩვენდა, ვისი კაცთმოძულეობის გამოც შეიბღალება სახელი ღმრთისა. ყველამ გულში ჩაიხედეთ და ჰ...
იხილეთ სრულად
ხშირად გაისმის ურწმუნოთაგან ეს სიტყვები: „მეზობელი მყავს მორწმუნე. ხშირად დადის ეკლესიაში, მაგრამ როგორი ბოღმიანი და მავნებელი ადამიანია“. ვაი ჩვენდა, ვისი კაცთმოძულეობის გამოც შეიბღალება სახელი ღმრთისა. ყველამ გულში ჩაიხედეთ და ჰკითხეთ საკუთარ სინდისს – თქვენი საქციელი ხომ არ გამხდარა ვინმეს ცდუნების მიზეზი და თუ ამით ცოდვილნი ხართ, შეინანეთ.
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით...
იხილეთ სრულად
ვცოდავდით, რამეთუ არ გვიფიქრია, რომ მთლიანად მასზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ერთადერთ იმედს არ ვამყარებდით მასზე, პირველ რიგში, არ ვთხოვდით მას მადლსა და შეწევნას, არამედ საკუთარ ძალებს ვეყრდნობოდით, დახმარებას კაცთა შორის ვეძებდით და კიდევ შესაძლოა, გონებადაბნეულნი და შეშლილნი დახმარებისთვის ჯადოქრებს, მკითხავებსა და შემლოცველებს მივმართავდით, შეინანეთ!