წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "მშვიდობა თუ არის, იქნება სიყვარულიც და პირიქით, სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობა ისადგურებს".
თემა: მოწყალება, ქველმოქმედება,
სიხარული,
ბედნიერება,
აღსარება,
ზიარება,
ცოდვათა მიტევება, შენდობა,
სიკეთე,
სინანული, აღსარება, ზიარება
ყოველი ასეთი წუთი ბედნიერების მომტანია!
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. ს...
იხილეთ სრულად
ქართულმა ნაციონალურმა გენიამ, ეროვნულთან ერთად, შეითვისა რა ცხოველსმყოფელი წყარო რომაული, ბერძნული და აღმოსავლური ცივილიზაციებისა, შექმნა უდიდესი ტაძარი სულიერი შენობისა, რომლის მთავარი ხუროთმოძღვარი იყო ქრისტიანი ქართველი კაცი. საერთოდ ქრისტიანმა ადამიანმა მადლიერი რწმენითა და ცოდნით ამოკვეთა ზნეობრივი ცხოვრების ისეთი ბრწყინვალე კანონები და მაგალითები, რომლის მსგავსს არ იცნობდა წინარე ქრისტიანული მსოფლიო.
link
კულტურა მხოლოდ ცალკეული ადამიანის პირადი საქმე როდია, იგი მთელი ხალხის სიმდიდრეა.
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვ...
იხილეთ სრულად
დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს ლიტერატურას, თეატრსა და კინოს, საერთოდ ხელოვნებას. ტალანტითა და ნიჭით დაჯილდოებულ მწერალსა და რეჟისორს, რომელიც თვითონაც ცხოვრების შუაგულში ტრიალებს და ხედავს კაცთა გულის იდუმალ ზრახვებს, კეთილი მწყემსის მსგავსად ძალუძს, დაგვეხმაროს როგორც სინამდვილის შეცნობაში, ისე ჩვენთვის სავალი გზების მიგნებაში; ოღონდ ისე, რომ ჭრილობა მარტო კი არ გააშიშვლოს, არამედ უმკურნალოს მას, ანდა გვასწავლოს მაინც როგორ მოვი...
link
მოყვასთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა
მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ...
იხილეთ სრულად
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.
link
ასეთი ადამიანი შორსაა ყოველგვარი კულტურისაგან
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და...
იხილეთ სრულად
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
link