წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
14. ნუ დაემსგავსები ადამიანთა შორის უსუსტესს, უმჯობესია, სიყვარულის მცნებაში განვითარდე. როცა სიამაყის უფსკურლში ჩაცვენილ ადამიანებს ემსგავსები და შენს თავს სიყვარულის საკითხში ავითარებ, მაშინ სიმდაბლის მწვერვალს აღწევ.
13. თუ გულისთქმათაგან განთავისუფლება გსურს, ვნებებს უმკურნალე და გონებიდან მათ განდევნასაც შეძლებ. სიძვის ვნებასთან ბრძოლისას იმარხულე, იფხიზლე, იშრომე და განმარტოვდი; მრისხანებისა და მოწყინების ჟამს არარაობად შერაცხე დიდებაც, უბრ... იხილეთ სრულად
12. როცა გონება ღვთისაკენ მიილტვის, მაშინ სხეულს იმონებს და, სიცოცხლისათვის აუცილებლის გარდა, არაფერს აძლევს მას; ხოლო როცა გონება სხეულისაკენ იხრება, მაშინ მისი ვნებების მონა ხდება და "ხორცისათვის ზრუნვას ავხორცობად აქცევს" (რომ.... იხილეთ სრულად
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, ... იხილეთ სრულად
10. ვისაც ვინ უყვარს, ყოველნაირად ცდილობს, მას აამოს. ამრიგად, ვისაც ღმერთი უყვარს, ის, რა თქმა უნდა, მის სათნოყოფას ლამობს; ხოლო, ვისაც სხეული უყვარს, ის მის საამებლად მოქმედებს.
9. "არავის, - ამბობს მოციქული, - არასოდეს მოუძულებია თავისი ხორცი" (ეფეს.5, 29). მაგრამ, მიუხედავად ამისა, "თრგუნავს და იმონებს მას" (კორ.9, 27). იმით, რომ აძლევს მხოლოდ "საჭმელსა და ტანსაცმელს" (1 ტიმ.6.8). და მხოლოდ იმიტომ, რომ ... იხილეთ სრულად
8. თავმოყვარეობა სხეულის ვნებიანი და განუსჯელი სიყვარულია. მათი საპირისპიროა სიყვარული და თავშეკავება. ცხადია, თავმოყვარეობის მქონეს ყველა სხვა ვნება გააჩნია.
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
6. თავშეუკავებლობის წარმომქმნელი ვნება სხვაა, სიძულვილისა სხვა, ხოლო თავშეუკავებლობისა და სიძულვილისა ერთად კი - სხვა.
5. განუსჯელი გულისწყრომა, უგუნური გულისთქმა, წინდაუხედავი ოცნება არის დემონებში არსებული ბოროტება, ამბობს ნეტარი დიონისე, მაგრამ განუსჯელობა, უგუნურება და წინდაუხედაობა გონიერ ქმნილებებში განსჯის უნარის, გონიერებისა და წინდახედულო... იხილეთ სრულად