წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |...
სიძვისმოყვარეობის გველი მრავალგვარია. ვისაც ცოდვის სიტკბო არ უგემია, იგი ჩააგონებს, რომ ერთხელ მაინც იგემოს ის და აცდუნებს, ხოლო მათ, ვინც გამოცდილნი არიან, სიამოვნების გახსენებით შეაცდენს. პირველთაგან, რადგანაც ცოდვის გემო... იხილეთ სრულად
მუცლის მაამებელი და ამასთან ერთად სიძვის სულის დამარცხების მსურველი ჰგავს ადამიანს, რომელსაც ზეთით ცეცხლის ჩაქრობა სურს.
ეშმაკები ჯერ ჩვენი გონების დაბნელებას ცდილობენ, შემდეგ კი იმას ჩაგვაგონებენ, რასაც მოისურვებენ; რადგან თუ გონება თვალს არ დაიბნელებს, მაშინ ჩვენს საუნჯეს ვერავინ მოგვტაცებს, მაგრამ სიძვის ეშმაკი ამ საშუალებას სხვებზე ხშირად იყენებ... იხილეთ სრულად
შეუძლებელია უხაროდეთ იმ ადამიანებს, რომელნიც არ ლოცულობენ. “მათი სიცილი ტირილზე საშინელია; მათი სიცილი ან უგუნურებაა, ანდა უზრუნველობა”.
წმიდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს.
სიწმინდე დასაწყისში ხდება, რომ აზრი სიძვის ვნებას ვერ ეწყობა და ოცნებების გარეშე ძილში ეცემა კაცი, შუაგული სიწმინდისა არის, როცა დანაყრება იწვევს ბუნებრივ აღძვრას, მაგრამ ოცნების გარეშე; სიწმინდის მწვერვალი არის მოკვდინება ხორცისა... იხილეთ სრულად
სიწმიდე უსხეულო ბინების გათავისებაა.
სიწმინდე ქრისტეს სანატრელი სახლი და გულის მიწიერი ზეცაა.
სიწმინდე ბუნების ზებუნებრივი უარყოფაა და ხრწნადი სხეულის ჭეშმარიტად დიდებული მოშურნეობა უსხეულო სულთა მიმართ.
თუ სიწმინდის ნიშანი არის ის, რომ სიზმარშიც კი აღარ ემუქრება აღძვრა ხორცისა, მაშინ ცხადია, სიძვის უკიდურესი საზღვარი არის იქ, სადაც აშკარად მხოლოდ ერთი აზრის გაელვებით დავეცემით.