ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და... იხილეთ სრულად
რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება, იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შე... იხილეთ სრულად
სიმდაბლესთან და სიყვარულთან შეერთებული განსჯადი მოსაგრეობა, მცირედი სხეულებრივი ჯაფის დროსაც კი, ძალიან სწრაფად ადამიანს წმინდანად აქცევს.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებელ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნი... იხილეთ სრულად
მეტი ფასი აქვს იმ ღვთივკურთხეულ ადამიანს, რომელიც შინაგანად შეიცვალა და შინაგანად განიწმინდა, ვიდრე ყველა იმას, რომლებიც მუდამ იცვლიან გარეგნობას (ტანსაცმელს), ხოლო შინაგანად კი "ძველ კაცს" ინარჩუნებენ არქეოლოგიურ ცოდვებთან ერთად.
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, ... იხილეთ სრულად
გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურ... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლ... იხილეთ სრულად