ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები
ბერი პაისი მთაწმინდელი - ციტატები, გამონათქვამები ბერი პაისი მთაწმინდელი | გამონათქვამები
არ შეიძლება სასოს წარკვეთა, როცა ვმოსაგრეობთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ვერავითარ წინსვლას ვერ ვამჩნევთ და მხოლოდ ნულოვან შეფასებას ვიმსახურებთ. საკუთარი ძალისხმევით ყველას მხოლოდ ნულების წერა შეგვიძლია – ვის დიდის, ვის პატ... იხილეთ სრულად
თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.
მგრძნობიარე ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ თვითგანკიცხვისას, რადგან მზაკვარი ცდილობს მგრძნობიარობა სასოწარკვეთად აქციოს (ზედმეტად მგრძნობიარობის გზით). თვითგანკიცხვას ყოველთვის ღმერთზე სასოება უნდა ახლდეს. როცა ასეთი ადამი... იხილეთ სრულად
თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
გონიერი და განსჯადი ადამიანი, სულიერი წარმატების წყალობით, სასარგებლოდ იყენებს არა მხოლოდ სახიერი ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭსა და იმ სიკეთეს, რასაც სხვა ადამიანები უკეთებენ, არამედ თანამოძმეთა მხრიდან ყველა წყენას, შეურაცხყოფასა და მი... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტნიათ მოშურნეობის ღვაწლს შეუდგნენ, თავიანთ ცხოვრებას მიაჩანჩალებენ და ჟამის შესახებ არ ფიქრობენ, ყოველთვის დათრგუნვილნი არიან სულიერად, ხორციელად კი – სნეულნი; ხოლო ყველა ის ნიჭი, რაც ღვთისაგან მიეცათ... იხილეთ სრულად
ყველა ადამიანს გააჩნია ცოტაოდენი განსჯის უნარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ამას უმეტესწილად არა საკუთარ თავთან მიმართებაში ვიყენებთ, არამედ ჩვენს თანამოძმეებთან ურთიერთობაში (რომ ვინმეს ისინი სხვებზე უკეთესი არ ეგონოს) და ამ საღმრთო... იხილეთ სრულად
ვინც ბუნებრივი სათნოებებით დაიბადა, მასთან შედარებით იმისი პატივი მეტია, ვინც ეს სათნოებები ღვაწლის გზით მოიმუშაკა; ამიტომ, ვისაც ღვთისაგან რაიმე ნიჭი ებოძა, ის უნდა გააორმაგოს, რომ გაიგონოს: "კეთილ, მონაო, სახიერო..." (მთ. 25, 21... იხილეთ სრულად
ყველაზე ძლიერ, რამაც შეიძლება მსჯავრის დღეს უფალი წყალობისაკენ მოდრიკოს, ეს არის ჩვენ მიერ ჩვენსავე "ძველ კაცზე" გაწეული შრომა.