პაისი მთაწმინდელი - ციტატები, ამონარიდები
ვინც ქრისტეს განეშორება, ღვთაებრივ ნათელს აკლდება, რადგან ტოვებს მზიურ მხარეს და უგუნური იქით მიილთვის, სადაც მზე არ ანათებს. ამის შედეგად კი ცივდება და სულიერად სნეულდება.
მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.
მდაბალი ადამიანი, თუნდაც გამოუცდელი იყოს, მაინც შეძლებს ღვთის ანგელოზის ეშმაკისაგან განსხვავებას, რადგან თვითონ სულიერად სუფთაა და ანგელოზებს ენათესავება; ხოლო ეგოისტი და ხორციელი ადამიანი არა მხოლოდ იოლად იხიბლება მზაკვარისაგან, ... იხილეთ სრულად
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, ... იხილეთ სრულად
შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.
განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვ... იხილეთ სრულად
ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მ... იხილეთ სრულად
როცა ვნებაშეპყრობილი ადამიანი ეგოისტს შენიშვნას აძლევს, ამ დროს იგივე ხდება, რაც კვესით ტალზე ჩამოკვრისას: ნაპერწკლები სხვადასხვა მხარეს იფანტება, მაგრამ თუკი ეს უგუნური მგრძნობიარე ადამიანს მისცემს შენიშვნას, შეიძლება მას ძლიერი ... იხილეთ სრულად
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვი... იხილეთ სრულად