წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი | გამონათქვამები
ვინც ფხიზლად დარაჯობს თავის სულს, იმან უარი უნდა თქვას თავის ოცნებებზე, რა მიმზიდველად და კეთილადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ ისინი. ყოველგვარი ოცნება არის გონების მიმოტაცება - ჭეშმარიტებისგან შორს, არარსებულ და განუხორციელებელ მოჩვ... იხილეთ სრულად
ცოდვილ გულისსიტყვებს, ოცნებებსა და განცდებს სიმდაბლითა და სარწმუნოებით დაუპირისპირე სახარების მცნებები და წმ. პატრიარქ იოსებთან ერთად თქვი: "და ვითარ ვქმნე საქმე ბოროტი და ვცოდო წინაშე ღმრთისა?" (დაბ. 39, 9).
თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა!
ახალბედებს წმ. მამები ურჩევენ ხშირ, მაგრამ ხანმოკლე ლოცვას, ხოლო როდესაც გონება მომწიფდება სულიერი მოღვაწეობისათვის, გამოიწრთობა და განმტკიცდება, მაშინ უკვე განუწყვეტელი ლოცვის უნარიც მიეცემა.
ვინ რამდენი უნდა წაიკითხოს, თითოეული ადამიანის ძალებსა და გარემოებებზეა დამოკიდებული. არ არის საჭირო გონების გადატვირთვა ლოცვებისა და წმ. წერილის ზედმეტი კითხვით, თუმცა არც ამ საბაბით საკუთარი მოვალეობის უგულებელყოფაა სწორი. როგორ... იხილეთ სრულად
გაღვიძებისას - მკვდრეთით აღდგომის სახედ, რომელიც ყოველ ადამიანს მოელის - აზრი ღმერთისკენ მიმართე, მსხვერპლად შესწირე მას გონების ახლად გამოღებული ნაყოფი, რომელსაც ამაო სოფლის შთაბეჭდილებები ჯერ არ შეხებია. ჩუმად, ძალიან ფრთხილად გ... იხილეთ სრულად
ჭამისას გონივრული ზომიერების დაცვა სისხლის დუღილს აცხრობს და ძალიან უწყობს ხელს მღვიძარებას, სისხლის დუღილი კი - ზედმეტი ჭამის, გადამეტებული ფიზიკური მოძრაობის, მრისხანების, ცუდმედიდობით ტკბობისა და სხვა მიზეზების გამო - უამრავ გუ... იხილეთ სრულად
დაე შიში ღმრთისა სძლევდეს გულის სასწორზე დადებულ ყველა სხვა გრძნობას: მაშინ უფრო ადვილია საკუთარი თავის განხილვა - როგორც მყუდრო სენაკში, ისე იმ ხმაურშიც, ყოველი მხრიდან რომ გვაკრავს გარს.
ყოველი სულიერი მოღვაწეობის სული და გული არის ყურადღება - უამისოდ ნებისმიერი მოღვაწეობა მკვდარია და უნაყოფო. ვისაც ცხონება სურს, იმან ცხოვრების ისეთი წესი უნდა აირჩიოს, რომ შეძლოს ყურადღების შენარჩუნება არა მარტო განმარტოების, არამ... იხილეთ სრულად
მხოლოდ ის წიგნები უნდა იკითხო, რაც შენი ცხოვრების წესს შეეფერება, თორემ მართალია წმიდა, მაგრამ განუხორციელებელი აზრებით აივსები. ასეთი აზრები უნაყოფო მოქმედებას აღაგზნებს, და ისიც მხოლოდ შენს წარმოდგენაში; ამასობაში კი კეთილი საქმ... იხილეთ სრულად