ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


მირონდენა სასწაულმოქმედი ხატიდან

13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც ადვილი შესაგუებელი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გამოსავალს ვეძებდით, რათა, ფიზიკური კურნება თუ არ მოხდებოდა, სულიერად მაინც გავძლიერებულიყავით.
მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის დღე საოცრად უჩვეულო და მოულოდნელი იყო. იმ დღეს სამთავროს მონასტერში მირონმდინარე ხატების მოსალოცად ვიყავით ჩასულები. მაშინ საერთოდ არაფერი გვსმენოდა ამ მადლიანი ბერის შესახებ. უბრალოდ, სურვილი გვქონდა, სასწაულმოქმედი ხატებიდან გადმოდენილი წმინდა მირონი გვეცხო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამ ყველაფრის გარკვევაში ახლადგაცნობილი, აწგარდაცვლილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა, იმჟამად ერისკაცი გიორგი) დაგვეხმარა.
ღვთის დაშვებით, ჩვენს გასაძლიერებლად ერთი სასწაულიც მოხდა: წმინდა მირონი, რომელიც ხატებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა, ჩვენი ჩასვლისას უკვე ორი დღის შეწყვეტილი იყო, მაგრამ ღვთის მადლით ერთი წვეთი კვლავ გადმოდინდა და იღუმენიას კურთხევით ვიცხეთ. 13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც

მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა ხატებისასა მივიპატიჟებით ყველანი ღმრთისაიგან, ახალსა და საკვირველსა ზედა მადლსა მივიწოდებით ღმრთისა სიტკბოებითა უსასყიდლოდ და ნუვინ დავზარდებით, ღმერთი გვპატიჟობს. ქრისტემ გვიქადაგა, თუ ვისმე სწყუროდესო, ჩემთან მოვიდესო და ჩემის მეცნიერებით წყურვილი მოიკლასო და სვასო მეცნიერების წყარო და როგორც წიგნი იტყვისო, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდენო წყლისა ცხოველისანი. და ეს ცხოველი წყალი სულის წმიდის ნიჭებსა ნიშნავს. და ეს ნიჭნი არიან სულისა წმიდისანი: ზომიერი და მაღალი სიმდაბლე ღმრთაების საყდრიდამ გარდმოწვეული, ყოველთა მიმართი სიყვარული, გონიერი და შეგნებული ცნობა უცთომელი ყოვლის საქმისა და ნივთისა, სამართლიანი ბჭობა და სიმართლე, ღმრთისა და კაცთაგან საქებელი, და ნიადაგ ნაქები ყოველთ შეტკბობა და უმწუხარო ცხოვრება, რომ ყოველს კაცს აქებდეს და ყოველთაგან თვით იდიდებოდეს, სარწმუნოება მოეგოს წმიდათა და ყოფა და ცხოვრება ექადაგებოდეს ყოველთაგან მისაბაძავი, გული უჩნდეს ღმრთისაიმსგავსად მოწყალე და ყველანი უყვარდენ. ბაგე და პირი მართალი მიეგოს და სიტკბოებით ყოველთ მაამებელი ენა. ვერ იცნობდეს შურსა და ღმრთის მსგავსად ეკრძალებოდეს და ერიდებოდეს სიცრუესა. ნიადაგ გულს იტკბობდეს კეთილობითა და ძვირის ხსენება იმაში არსად იპოვებოდეს. და სხვანი რიცხვდაუდებელნი მრავალნი სათნოებანი, ამათნი მომყოლნი და შემდგომნი, ნათესაობითი და სახითა წარმოჩენილნი და ყოველთაგან გაცნობილნი ჩნდენ სახილველად ცათა და ქვეყანისა. და ამისთანას კაცსა თვით სული ღმერთიც ემოწმება: "არა მოიღო სული თვისი ამაოებასა ზედა, და არცა ეფუცა ზაკვით მოყვასსა თვისსა. ამან მოიღოს კურთხევაი უფლისაგან, და წყალობა ღმრთისაი მიერ მაცხოვრისა მისისა. და ესე არსო ნათესავი, რომელი ეძიებს ხილვად პირსა ღმრთისაი იაკობისა". ამ მაღალთა და განმაღმრთობელთა ზედა საუკუნოდ გაუკვდავებითა და სულით და ხორცით განღმრთობითა ამაღლებასა და ღმრთისაითანა ყოფასა გვპირდებოდა ღმრთისაი გვამოვანი სიმართლე და სიბრძნე. მაღალსა და უცნაურსა სიკეთესა შინაპირმშოსა

415. რას ემყარება წმიდა ხატების თაყვანისცემა?
1) ქრისტიანობაში არაფერია უსაფუძვლო და უჩვეულო. თვით წმიდა ხატების გამოყენებაც ძველ გადმოცემებს ემყარება. ამის ნათელი მაგალითია ტოპარქოს ავგაროზისადმი გაგზავნილი, ლუსკუმაში მოთავსებლი ღირსსახსოვარი ხატი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი ზედმიწევნით ჩამოჰგავს მაცხოვრის ხორციელ იერსახეს, ზუსტად შეესაბამება მის ფერად გამოსახულებას.
2) მეორეს მხრივ, ლოდში, ე.წ. დიოსპოლში მოგვეპოვება სპეტაკ თეთრ ფილებზე წარმოჩენილი სამი წყრთა სიდიდის ხელთუქმნელი ხატი დედისა მისისა – ყოვლად უბიწო ღვთისმშობლისა მარიამისა. თაყვანისმცემელთათვის მისი ხილვა ხელმისაწვდომია ჯერ კიდევ მოციქულთა ეპოქიდან დღემდე, მათ მიერვე დაარსებულ, დასავლეთისაკენ მიქცეულ მრგვალ ტაძარში... გადმოცემათა მიხედვით, ეს ტაძარი ჯერ კიდევ ღვთისმშობლის მიძინებამდე აუგიათ. მოციქულები ასულან სიონზე, სადაც იგი იმყოფებოდა და მიუმართავთ: „სად იყავი სძალო? ჩვენ ხომ აგიგეთ სახლი ლოდში“. მას კი უპასუხია: „მეც იქ ვიყავი თქვენთან ერთად და ეხლაც ვიმყოფები“. ამის გაგონებისთანავე ისინი ლოდში დაბრუნებულან, შესულან ტაძარში და უხილავთ ის, რის შესახებაც მათ ღვთისმშობელმა ამცნო – მისი გამოსახულება მთელს სიგრძეზე. ეს გადმოცემა ძველი დროიდან დღემდე ურყევად ცოცხლობს ადგილობრივ მოსახლეობაში.
3) მესამე მოწმობა – მოციქულმა და მახარებელმა ლუკამ, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, საკუთარი ხელით შეჰქმნა (ხატი) ჯერ კიდევ ხორციელად მცხოვრები ქრისტესი და მისი ყოვლად უბიწო დედისა
1) ქრისტიანობაში არაფერია უსაფუძვლო და

დილით, გაღვიძებისთანავე, როგორც კი თვალს გაახელთ, შეეცადეთ ყურადღება შიგნით ნინართოთ და სითბო აღძრათ. ჩათვალეთ ეს თქვენს ნორმალურ მდგომარეობად. თუ ამას ვერ ახერხებთ, იცოდეთ, თქვენში უწესრიგობაა. დილით მომართავთ თუ არა თავს ამგვარად, ყოველივე სავალდებულო საქმე ისე აღასრულეთ, თქვენი შინაგანი განწყობა რომ არ დაირღვეს. აკეთეთ სხვა ყველაფერი, რაც ხელს არ უშლის ამ მდგომარეობას; ხოლო რაც არღვევს მას, არანაირი საბაბით არ გააკეთოთ, რამეთუ ეს იქნება საკუთარი თავის მტრობის ტოლფასი... დადიდგინეთ წესად, გონებით ღვთის წინაშე დგომის მეშვეობით გაუფრთხილდეთ ყურადღებას და სითბოს.
ეს კი მიგანიშნებთ, თუ რა და როგორ უნდა აკეთოთ, ან რისი ნება დართოთ საკუთარ თავს და რისი - არა.
საამისოდ ყოვლისშემძლე საშუალებაა იესოს ლოცვა. მას ისე უნდა მიეჩვიოთ, რომ იგი მუდმივად წარმოითქმოდეს იქ, სადაც გულის ადგილია. მაგრამ, რომ მიეჩვიოთ, უნდა იშრომოთ. ახლავე შეუდექით ამ საქმეს. ის თქვენთვის უკვე ნაცნობია? მგონი თქვენ ამ ლოცვას მხოლოდ კანონის დროს ასრულებთ. კანონი თავის რიგში აყენებს მას, მაგრამ ის ისედაც აუცილებლად უნდა აღსრულდეს ჯდომისას, სიარულისა, საკვების მიღებისას, საქმიანობისას და თუ ის გულში მყარად არ დგას, შეიძლება, ყველაფერი მიატოვოთ და მხოლოდ ამით დაკავდეთ, სანამ არ გამყარდება იგი. ეს არაა რთული. დადექით ხატების წინ სალოცავ მდგომარეობაში (შეიძლება დაჯდომა), ყურადღება გულის არეში გადაიტანეთ, აუჩქარებლად აღასრულეთ იესოს ლოცვა და ეცადეტ უფლის თანამყოფობა განიცადოთ. ასე დაჰყავით ნახევარი საათი, საათი ან მეტი. თავიდან ცოტა რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ როცა მიეჩვევით, ის სუნქთვასავით ბუნებრივი გახდება. ასეთი შინაგანი შრომის დროს თქვენში გონიერი ცხოვრება, ანუ, როგორც ამბობენ, გონიერი მოქმედებები დაიწყება. ამ დროს პირველად სინდისის სსუფთავის მოთხოვნა ჩნდება, მისი შეუბღალაობა არამარტო ღვთის წინაშე, არამედ ადამიანებისა და თვით ნივთების წინაშეც კი. ხოლო როგორც კი რაიმე მცირედი შეგეპარებათ აზრსა და სიტყვეში, რაც სინდისს აგიფორიაქებთ, მაშინვე უნდა შეინანოთ გულში ღვთის წინაშე, რომელიც ყოველივეს ხედავს და სინდისსაც დაგიმშვიდებთ.
რჩება მხოლოდ ბრძოლა გულისთქმებთან, ისინი არ წყვეტენ წუილს აბეზარი კოღოებვივით, თავად ისწავლეთ, როგორ მართოთ ისინი. გამოცდილება სიბრძნეა. ეს იცოდეთ: ჩვეულებრივ, აზრები თავში ტრიალებენ, ეს ცარიელი აზრებია. თქვენ იმათ უფრთხილდით, რომლებიც ისარივით გესობიან გულში, კაწრავენ მას და ნაიარევს ტოვებენ. მაშინ იწყეთ ჭრილობის მოშუშება ამ ლოცვით და საპირისპირო განწყობა აღადგინეთ გულში. დილით, გაღვიძებისთანავე, როგორც კი თვალს

636. წმიდა ხატების თაყვანისცემისას ვის მივაგებთ პატივს?
რადგანაც ყველამ არ იცის წერა–კითხვა და არ შეუძლია საღმრთო წერილი წაიკითხოს, ამიტომ წმ. მამებმა კეთილად განსაჯეს, რომ ყველა ეს საქმე და ვნება უფლისა, მსგავსად ზოგიერთი სასახელო საქმისა, ხატებზე ყოფილიყო გამოსახული მათი შეხსენებისათვის. უეჭველია, რომ ხშირად ჩვენ არც კი ვფიქრობთ ხოლმე უფლის ვნებაზე, მაგრამ ვიხილავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებას, უმალ გვახსენდება მისი მაცხოვნებელი ტანჯვა და მუხლს მოვიყრით რა მის წინაშე, თაყვანს ვცემთ არა რაღაც ნივთს, არამედ ამ ნივთზე გამოსახულს, ისევე, როგორც სახარებისა და ჯვარის შემთხვევაში ჩვენ ქაღალდსა თუ ხეს კი არ ვეთაყვანებით, არამედ იმას, რაც დაუწერიათ ამ ქაღალდზე და რაც შეუქმნიათ ამ ხით. რამეთუ, განა რით განსხვავდება უფლის გამოსახულებიანი ჯვარი (ჯვარცმა) ისეთი ჯვარისაგან, რომელზეც არ არის იგი გამოსახული?! იგივე უნდა ითქვას ღვთისმშობლისა და მისი გამოსახულების შესახებაც, რამეთუ ის პატივი, რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მივაგებთ, მისგან განკაცებულს მიეგება. ასევე, წმიდა მამათა ღვაწლნიც მხნეობას განაღვიძებენ ჩვენში, რწმენას განგვიმტკიცებენ და ძალას შთაგვიბერავენ, რათა უშიშრად მივბაძოთ მათ სათნოებას და ამით ღმერთი განვადიდოთ, რამეთუ, როგორც უკვე ვთქვით, თანამოსაგრეთაგან ყველაზე გულმოდგინეთათვის მიგებული პატივით ჩვენ განვამტკიცებთ სიყვარულს ჩვენი საერთო მეუფისადმი და ის პატივიც, რომელსაც წმიდა ხატს მივაგებთ, მის პირველსახეს მიეგება, ანუ იმას, ვინც არის გამოსახული ამ ხატზე.
რადგანაც ყველამ არ იცის წერა–კითხვა და


უკიდურესი მარხვა, მუდმივი მღვიძარება და განუწყვეტელი ლოცვა

ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ადამიანის შინაგანი არჩევანი უნდა გამოიწრთოს. სხეულმა კი სისხლი უნდა დათხიოს, შიდა კაცს ტყავი უნდა გადასძვრეს, ძველი კაცი ცვილივით უნდა დადნეს. როგორც რკინას სცილდება ჟანგი ცეცხლში შეტანით, ასევე მოსდის ადამიანს. ნელ-ნელა მადლი მოდის და, როგორც კი მოუახლოვდება ადამიანს, ცვილივით დნება და იმ წუთებში კაცი ვეღარ სცნობს საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ გონება მრავალთვალიანი და გამჭვირვალე ხდება, ამ ზებუნებრივი მოქმედების დროს საკუთარ თავს ვეღარ არჩევს, რადგან ღმერთს უერთდება და მაშინ ჟანგი სცვივა, ბეჭედი აიხსნება, ძველი კაცი კვდება, დედობრივი სისხლი გამოდის, ბუნება განახლდება. თანაც ადამიანი სხეულებრივად არ იცვლება, არამედ მადლი მის ბუნებრივ ნიჭებსა და თვისებებს განანათლებს, აძლიერებს, განაახლებს და ამგვარად ცოცხლდება ყოფილი ადამი, ღმერთის ხატად შექმნილი. რამეთუ ახლა, რადგანაც მემკვიდრეობით ბოროტები ვართ, გახრწნილები და გაუძღომლები, ვართ ეშმაკის ხატები, რომელმაც ჩაგვყარა ამ მდგომარეობაში სისხლისა და განხურვების მეშვეობით.
მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ბევრი რამ არის საჭირო: უკიდურესი მარხვა, რათა დედობრივი სისხლი გამოშრეს და ნერწყვი – ეს ჭუჭყი - გაიწმინდოს, ხოლო ბავშვობიდან მეხსიერებაში ჩარჩენილი ცოდვის მოგონებები ჩაქრეს; ამას მუდმივი მღვიძარება, ძილის მოკლება უნდა დაერთოს, არა ერთხელ და ორჯერ, არამედ მუდმივად, რათა გონება, რომელიც ახლა უხეში და ტლანქია, ფაქიზი გახდეს; მესამე კი განუწყვეტელი ლოცვაა – გონებით, სიტყვითა და გულით. ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე


რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას?

ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და განსაკუთრებული გულმოდგინებით ვევედრებოდი უფალს, რომ თვალისჩინი დაებრუნებინა (ამ დროს მამა გაბრიელი უკვე რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო). ერთ ღამეს იგი სიზმარში მეჩვენა, მკაცრი და მრისხანე ხმით მეუბნებოდა: რატომ არ აცლი უფალს, ბოლომდე გამოგრწვთნას და რატომ ითხოვ განსაცდელიდან მალე გამოყვანას? ჯერ ნუ სთხოვ უფალს მორჩენას, დააცადე! როდესაც გავიღვიძე, ვილოცე და უფალს და მამა გაბრიელს შევთხოვე, თუ ეს სიზმარი ღვთისგან იყო, მაშინ რაიმე ნიშანი მოეცათ, სიზმრის შესახებ კი არავისთვის მითქვამს. შემდეგ, მცირე ხნით ოთახიდან გავედი. ოთახში დაბრუნებულს კი იმხანად ჩვენთან სტუმრად მყოფმა ოჯახის ახლობელმა ლ. ს.-მ მითხრა: მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი (რომელიც მისივე ხელით გაკეთებულ ჩარჩოში იყო ჩასმული) შენს საწოლთან კედელზე დავკიდეო. მივხვდი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო და ვკითხე, ამის სურვილი რატომ გაგიჩნდა-მეთქი (ჩვენ მაშინ ხატები კარადის თავზე გვქონდა მოთავსებული). მან კი მიპასუხა: მინდოდა ხატები მტვრისგან გამეწმინდა და ტილოს ასაღებად ოთახის მეორე კუთხისკენ წავედი. ამ დროს გვერდიდან დავინახე, კარადიდან რაღაც ელვასავით წამოვიდა შენი საწოლისკენ. თავიდან ისე შემეშინდა, გახედვაც არ მინდოდა. ბოლოს ცნობისმოყვარეობამ მძლია და ვნახე, რომ მამა გაბრიელის ნაჩუქარი მაცხოვრის ხატი ლოგინზე თავისით გადმობრძანებულიყო, თან სწორად იყო კედელზე მიყრდნობილი. მივხვდი, რომ ამით ხატმა მანიშნა, თუ სად უნდა დამეკიდა იგიო. არადა, კარადიდან ჩემს საწოლამდე საკმაო მანძილია და ჩამოვარდნის შემთხვევაში ის აუცილებლად ძირს დაეცემოდა. ამის შემდეგ მას "მფრინავი ხატი" შევარქვით. ეს ხატი, მცხეთაში ერთ-ერთი სტუმრობისას, მოულოდნელად მაჩუქა მამა გაბრიელმა: რომ დაგვინახა, დაგვლოცა და გვითხრა, ერთი წუთით დამელოდეთო. შემდეგ კელიიდან ეს ხატი გამოაბრძანა, ხელებში ჩამიდო და მითხრა, შენ გქონდესო. ეტყობა, წინასწარ იცოდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ამ სიწმინდით გაძლიერება დამჭირდებოდა ერთხანს ძალიან განვიცდიდი ჩემს უსინათლობას და

ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი - მამა, ძე და სულიწმიდა, რომელიც ნათლისღებით გამოჩნდა. თვითონ სიტყვა "მართლმადიდებელი" მიგვანიშნებს, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ეს არის. იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლაც ამას ადასტურებს. უფალი რომ ბრძანებს, - გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსად, ს ხომ სამება ბაასობს ერთმანეთში. აბა ანგელოზს არ შეუძლია შექმნა. გავაჩინოთ, - ქთვა ქრისტემ და, ამიტომაც, სიტყვა ღვთისა მოევლინა და არა მამა, ან სულიწმინდა. თან იშვა, რადგან იქაც, ცაში ძე იყო, რომ პიროვნებ არ დარღვეულიყო.
მამრეს მუხასთან აბრაამს რომ უფალი გამოეცხადა, შუაში იყო ქრისტე, სიტყვა ღვთისა, ხოლო აქეთ-იქით - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზები. ანგელოზები განასახიერებენ მასთან ერთად წმინდა სამებას. რუბლიოვმა ახალაღთქმისეულად დახატა წმინდა სამება ანგელოზების სახით. შუაში ძე - სიტყვა ღვთისა - დაბრძანებულია და იღებს სასმისს - მსხვერპლშეწირვის ბარძიმს, რაც იმას მოასწავებს, რომ უნდა მოვლენილიყო და ჯვარცმულიყო. რუბლიოვის ხატზე განცხადებულია საუბარი წმინდა სამებისა, რომ განკაცებულიყო სიტყვა ღვთისა. მამაღმერთის ნებას ქრისტე უხრის თავს და სულიწმიდაც თავს ხრის, რომელიც ეთანხმება განხორციელებას. სინამდვილეში, უფალს რად უნდა ფრთები, ის ხომ სულ არს; მამის უკან სახლი დგას, ძის უკან - ხე, რისგანაც გამოიხსნა კაცობრიობა ჯვარცმით, სულიწმიდის უკან კი კლდე - სიმტკიცე და ძალი.
აი ღმერთი - წმინდა სამება - წარმოვიდგინოთ, როგორც მზე. ის ხომ დისკოსგან, სინათლისა და სითბოსგან შედგება. მამა შევადაროთ დისკოს, ქრისტე - ნათელს; სულიწმინდა კი - სითბოს. გამოყავი მზისგან რომელიმე, ხომ ვერ იქნება მზე?! ასევე წმინდა სამებაც ვერ იქნება ერთმანეთის გარეშე. მამა იმას ნიშნავს, ვისაც ძე ჰგავს, ძის გარეშე მამა ვერ იქნებოდა; ესე იგი, არ არსებულა ისეთი დრო, რომ მამა იყო და ძე - არა. სულის გარეშე კი, ღმერთი არ იქნებოდა. რაც უნდა მამას, იმას იქმს; რაც უნდა ძეს, იმას იქმს; რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს. სამივეს ნება ერთმანეთს ემთხვევა. გასაგები რომ იყოს, ღმერთი წარმოვიდგინოთ მისი ხატებისა და მსგავსების, ადამიანის სახით.
განვიხილოთ, რას ნიშნავს "მამას რაც უნდა, იმას იქმს":
მამა არის დამბადებელი აზრი, როცა ადამიანი სახლის შენებას იწყებს, ჯერ აზრი მოდის თავში, რომ ააშენოს. შემდეგ ამბობს სიტყვას - "უნდა ავაშენო"; აუცილებელი არაა, ხმამაღლა იტყვის თუ არა თავისი სულით, ძალით იწყებს შენებას.
ახლა განვიხილოთ - "რაც უნდა ძეს, იმას იქმს":
ძე არის სიტყვა, მამისაგან შობილი გონი. ხომ გაგიგიათ - რა უაზრო რამ თქვაო - ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ზოგჯერ არ ვასრულებთ. ღმერთი კი ტყუილად არაფერს ბრძანებს, რასაც იტყვის, იმას ასრულებს. ადამიანმა წარმოთქვა სიტყვა - სახლი უნდა ავაშენოო - და იწყებს შენებას. მისი ძალი და აზრი მასთანავეა.
ახლა განვიხილოთ, რას ნიშნავს - "რაც უნდა სულიწმიდას, იმას იქმს".
ადამიანს არც აზრი მოუვიდა, არც სიტყვა უთქვამს, მაგრამ სულმა გაუწია და დაიწყო სახლის შენება.
ეს სამი თუ ადამიანში წინააღმდეგობას არ იწვევს და შეთანხმებულია, მითუმეტეს, ღმერთში როგორ იქნება. ღმერთი ერთია, მაგრამ სამპიროვანი - მამა, ძე

ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ ცხოვრებას, გაიხსენეთ, რარიგ უყვარდათ ეკელსია თქვენს სახელოვან წინაპართ, როგორ ზრუნავდნენ მის გამშვენებაზე, როგორ მრავალ და დიდ ტაძრებსა და მონასტრებს აშენებდნენ, როგორ ამკობდნენ მათ ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ხატებით, ოქრომკერდით ქსოვილი შესამოსველით და სხვა ძვირფასი ნივთებითა, როგორ უხვად და დაუზარებლად სწირავდნენ თავის ადგილ-მამულებს. მოიგონეთ ეს შესასნიშნავი თვისება თქვენს წინაპართა, და თუ ცოტათი მაინც აფასებთ მათ ხსოვნას, შეირჩინეთ იგი, აღინთეთ სიყვარულითა ეკლესიის მიმართ და გამოიჩინეთ იგი საქმეში. აი გელათი, ალავერდი, მცხეთის საკრებულო ეკლესია და სხვანი ძვირფასნი ნაშთნი ჩვენის წარსული ბრწყინვალე დროისა; მიაქციეთ მათ ყურადღება; რა იყვნენ ისინი ერთ დროს და რას წარმოადგენენ ახლა? გული დაგიღონდება, ნაღვლით აგევსება, როცა მათ დაინახავ. ცოდვა არ არის, რომ ეს შესანიშნავი ადგილი, მაჩვენებელნი ჩვენის წარსული ნათელმოცემული ცხოვრებისა, ჩვენის კულტურული განვითერბისა, მოწამენი, რომ ჩვენ საშუალო საუკუნეებშიაც ვცხოვრობდით და გვქონია განათლება, მომაგონებელნი ძველის დროისა, ბედნიერ და შავდღეთა, - ასე მივიწყებული, ასე სამწუხარო მდგომარეობაში იყვნენ! ცოდვა არ არის, რომ ეს დიდებული ადგილები, სადაც ერთ დროს ჩვენი მეფეები ლოცულობდნენ, სადაც კათალიკოსები მსახურებდნენ, სადაც გამშვენებული წირვა-ლოცვა სრულდებოდა. სადაც ჩვენი წინაპრები ღმერთს თავის თავს გულმხურვალედ ავედრებდნენ, სადაც სიცოცხლე დუღდა და გადმოდიოდა, - ახლა უყურადღებოდ დატოვებულია და ასეთ სატირალ მდგომარეობაშია! ცოდვა არ არის, რომ გელეთის მონასტერი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველხარისხოვან მონასტრად იტვლება, თავისი მოწყობილობით, თავისი ქონებით რუსეტის უკანასკნელ მესამეხარისხოვან მონასტერსაც კი ვერ შეედრება! რას იტყვის იცხოელი ამის მხილველი? რა წარმოდგენას იქნოებიებს იგი ჩვენს ეკლესიებზე საერთოდ? რა აზრს შეადგენს იგი ჩვენს სარწმუნოებაზე? რა ფიქრები უნდა აღეძრას მცხეთის სკრებულო ტაძრის მნახველსა? აქ განისვენებენ ჩვენი მეფენი, აქ პირველად გაისმა დიდება ქრისტეს სახელისა, აქ დადო პირველი თავისი ღვაწლი წმ. ნინომ - და ჩვენ როგორ ვეპყრობით ამ წმიდა ადგილსა? ალავერდი, ეს გამაოგნებელი ნაშთი ქართველთ განვითარებისა, შრომისა, ძლიერებისა და დიდებისა, ყველასგან მიტოვებულია. განა ეპატიება ჩვენს ერს ასეთი გულგრილობა ამ დიდებული ნაშთებისადმი; ნუთუ ჩვენს ხალხს მთლად დაეკარგა სიყვარული ეკლესიისადმი? ნუტუ მას არავითარი პატივისცემა არა აქვს თავისი წინაპრებისადმი, რომელთაც ეს ნაშთები დაგვიტოვეს? არა, ჩვენი ერი შეიგნებს ამ ძველი ნაშთების მნიშვნელობას და იზრუნებს მათ დაცვასა და გამშვენებაზე. თავდაპირველად მათზე ზრუნვას იქონიებენ ჩვენნი დიდებულნი და ნასწავლნი, როგორც ჩვენი ხალხის მოწინავე პირნი, როგორც უფრო შეგნებულნი, როგორც ნივთიერად უფრო შეძლებულნი და მერმე მათს მაგალითს ხალხიც მიბაძავს. თავადაზნაურნო და ინტელიგენტნო! ისმინეთ ღაღადება, გულის სიღრმიდან აღმოხეთქილი; დროზე ყური ვუგდოთ ამ დიდებულ ნაშთებს, თორემ მომავალი შთამომავლობა ზიზღით მოგვიხსენებს. ქართველნო! თვალი გადაავლეთ ჩვენს წარსულ

გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს სამშობლოში, ჩვენ ვიწყებთ გოდებას, ვთხზავთ მრავალს ლამაზად მოკაზმულ სიტყვებს, მჭერმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, განსვენებულის ღირსებებს ხშირად ერთი-ორად-სამად და მეტადაც ვაზვიადებთ, იმის დაკარგვით ჩვენს ქვეყანას ვთვლით დაობლებულად, დაღუპულად, - და ამით გვინდა გამოვიჩინოთ მამულიშვილობა, სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიყენებთ ისტორიას ჩვენის ერისას, განათლებულ ცხოვრებას ჩვენის უძველესის წინაპრებისას, წარმოვიდგენთ მათ მიერ აღშენებულ შესანიშნავ ტაძრებსა და ციხეებს, მოვიგონებთ ძველ მწიგნობრობას, ვამაყობთ, ვიძახით: ჩვენც გვქონდა მნიშვნელობა მსოფლიო ცხოვრებაშიო, - და ამით გვინდა გამოვხატოთ სიყვარული სამშობლოსადმი. თვალწინ ვიხატავთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ლამაზ კუთხეებს და ვხმობთ: "ბუნებამ თავისის სიმშვენიერე და ძლიერება მარტო ჩვენს ქვეყანაში გამოიჩინა, ასეთი ქვეყანა არსად არ მოიპოვება", - და ამით გვინდა ცხადვყოთ სიყვარული საქართველოსადმი.
ვხადავთ მრავალს ნაკლულოვანებას ჩვენს აწინდელ ცხოვრებაში მათ მიზეზებს ჩვენში კი არ ვეძებთ, არამედ სხვაბში და ვიწყებთ დრტვინვასა და შფოთვას, და ამით გვინდა დავამტკიცოთ სიყვარული მამულისადმი.
ასე ვიქცევით, სამშობლოს სიყვარულს ზემოაღნიშნულ სახეებითა ვხატავთ, მაგრამ ჩვენს წამოყენებას, გაღონიერებას ვერა ვხედავთ. ვლაპარაკობთ, მჭერმეტყველებთ და წინმსველელობა კი არ გვეტყობა: უმეტესი ნაწილი ჩვენის ერისა - გლეხობა სრულიად უმეცარ-შეუგნებელია, ცხოვრობს მოუწყობლად, ულაზათოდ, უსუფთაოდ; თითქოს იმათსა და პირუტყვებს შუა დიდი გარჩევა არ არის. ეგრეთ წოდებულ ინტელიგენტთა ცხოვრებაშიც ვერა ვხედავთ ნიშნებს ნამდვილ განათლებისას, კულტურისას; არ არის მათში მთლიანობა-სოლიდარობა, ერთობლივი მოქმედება, მტკიცე, შეურყეველი მოღვაწეობა; ვერ ნახავთ, რომ რომელიმე საზოგადო დაწესებულება წესიერად და ნაყოფიერად მოქმედებდეს.
დიდებულნი ნაშთნი მთებზედ, ტყეებსა და მინდვრებში საწყლად გამოიყურებიან, იქცევიან; ძვირფასი ხატები და ხელნაწერები იკარგება და სხვა.
ეს ასეც იქნება, სანამ ჩვენ ჩვენს მამულიშვილობას მხოლოდ ლაპარაკით გამოვხატავთ, სანამ სამშობლოს სიყვარულს არ გამოვიჩენთ საკუთარი ნივთიერი საშუალების მოხმარებითა საქვეყნო საქმეებზე. წარმატებისთვის საჭიროა ნივთიერი საშუალება. ფული და ფული, და ამიტომ ყველა შეგნებული ქართველი საზოგადო საქმის გასაკეთებლად უნდა გადადებდეს ფულს შეძლებისდაგვარად. რამდენი ქართველია, რომელსაც წლიური შემოსავალი სამას თუმნამდე აქვს და განა მას არ შეუძლია, სამშობლოსათვის ყოველ წელიწადს ათი თუმანი გადადოს? რამდენი ქართველია, რომლის წლიური შემოსავალი ორას თუმნამდეა. და განა მისთვის სამძიმო იქნება ხუთი თუმნის გამოღება? ასე რომ იყოს, რამდენი ფული მოგროვდებოდა და რა არ გაკეთდებოდა! განა ფული არ გვაქვს, მაგრამ მისი კეთილად მოხმარება არ გვინდა. ჩვენი შეძლება სეირნობასა, პრანჭვა-გრეხობაში და მრავალჟამიერში მიდის. სამშობლოსთვის მხოლოდ ენას არ ვზოგავთ. ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ. ძმანო, მამულიშვილობა ფულის გაღებით გამოვიჩინოთ და არა მხოლოდ მჭერმეტყველებითა. გარდაიცვლება თუ არა ვინმე მოღვაწე ჩვენს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3