ერთი სახე მრისხანებისა, თუმცა არ არის წმინდა და სათნო, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარიც არ არის. კაცს ხშირად უნებლივად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც მას ვინმე ჩაგრავს ან სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილისწამება მოიგონა, ანუ...
იხილეთ სრულად
ერთი სახე მრისხანებისა, თუმცა არ არის წმინდა და სათნო, მაგრამ დასაძრახისი და გასამტყუნარიც არ არის. კაცს ხშირად უნებლივად მოუვა გული და გაჯავრდება, როდესაც მას ვინმე ჩაგრავს ან სიტყვით ან საქმით. თუ ვინმემ ცილისწამება მოიგონა, ანუ უსამართლოთ უჩივლა, წაართვა რამე, არ შეუძლია მაშინ კაცს გული არ მოუვიდეს, არ გაჯავრდეს, არ დაიწყოს წუხილი და ჩივილი მისთვის, რომ ისიც კაცია, ადამიანი, ყველაფერს ვერ მოითმენს. მაგრამ ამისთანა შემთხვევაშიც, ესე იგი როდესაც...
სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ...
იხილეთ სრულად
სოფლიური მწუხარება ისაა, როდესაც კაცი რომელიმე სოფლიური ნუგეშის მოკლებაზე სწუხს. ზოგიერთი რაიმე უბედურების დროს ტირის და დარდობს, მაგრამ ღმერთზე აღარ ფიქრობს და ავიწყდება, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც, ბედნიერებაც და უბედურებაც - ყველაფერი ღმრთისგანაა. ნაცვლად იმისა, რომ ღმერთს მადლობა შესწიროს და სასოება არ დაკარგოს, იგი მხოლოდ სოფლიური ნუგეშის მოკლებას ნაღვლობს. ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გამოიკვლიოს, თუ რის გამო დაემართა ეს უბედურება, და ...
კანონიერი და სათნოიანი განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო, მაგალითებრ: როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის და მისი საღმრთო სჯულის გმობას, სარწმუნოებაზე დაცინებას; ანუ როდესაც კაცი...
იხილეთ სრულად
კანონიერი და სათნოიანი განრისხება იქნება მაშინ, როდესაც კაცი ჯავრობს სიმართლით, საფუძვლიანად და მძიმე მიზეზისა გამო, მაგალითებრ: როდესაც კაცი გაიგონებს ღვთის და მისი საღმრთო სჯულის გმობას, სარწმუნოებაზე დაცინებას; ანუ როდესაც კაცი სწუხს და ჯავრობს შემხედველი კაცისა გარყვნილისა, რომელიც თვითონაც უგზო–უკვლოდ სცხოვრობს და სხვებსაც აფუჭებს, ანუ დაინახავს კაცსა ბოროტსა, უსამართლოსა, რომელიც სტანჯავს მოყვსთა თვისთა, არღვევს ყოველსა ღვთისა და ხელმწიფის ...
მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ას...
იხილეთ სრულად
მწუხარება ორნაირია: ერთი ღმრთისმიერი, მეორე სოფლიური. ღმრთისმიერი მწუხარებისას კაცი თავის უღირსებასა და ცოდვაზე სწუხს, რომ ღმერთს განეშორა, მისი მცნება დაარღვია, ნაცვლად კეთილი საქმისა ბოროტი ქმნა და ამით ზეციური მამა გაამწარა. ასეთი სულიერი მწუხარება კეთილია და პატიოსანი. იგი კაცის გულში გააჩენს სინანულსა და ცხოვრებისასა, როგორც იტყვის წმინდა მოციქული პავლე. ამით კაცის მოქცევა და ცხონება იწყება.
ზოგჯერ კი მწუხარება კაცის კეთილშობილ გულსა და ხასიათს, მის სიყვარულსა და თავისი თავის უარყოფას გამოაჩენს: ამ დროს კაცი სხვის უბედურებას განიცდის და მისი გაჭირვების თანაზიარი ხდება.
ლოცვას და მარხვას დიდი და მაგარი კავშირი აქვს, ერთი მეორეს აამაღლებს, დაამტკიცებს. საღმრთო წერილიც ყოველგან ორივეს ერთად ახსენებს და აგრეთვე წმინდა მამანი. მაშასადამე, ერთი მათგანი არ იქნება საკმაოდ ნაყოფიერი, თუ მეორეც არ შეეწია.
ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთი...
იხილეთ სრულად
ლოცვა არის პირდაპირი და ვიწრო კავშირი, შეერთება კაცის სულისა ღვთისა თანა. ხშირად გვესმის ეს სიტყვა, რომ ლოცვა არის უბნობა ღმერთთან, გარნა მეშინის, რომ არა საკმაოდ განვიზრახავთ რა დიდი ჰაზრი არის ამ სიტყვებში. მარტო ღმერთი არს კეთილი, სახიერი, წმინდა; იგი არს წყარო, დასაბამი ყოვლისა სიცოცხლისა, ნეტარებისა, სიწმინდისა; გარეშე ღვთისა ყოველი ძნელი, უძლურება და სიკვდილი. გულწრფელს ლოცვაში კაცის სული შეუერთდება ამ წყაროს, სვამს თვით წყაროთაგან ღვთაებრი...
ჭეშმარიტი ღვთიური ლოცვა გაუჩენს კაცს გულში გამოუთქმელსა ნუგეშსა და სიხარულსა, ასე რომ კაცმან, რომელმან იგრძნო ტკბილი გემო ლოცვისა, ადვილად იტყვირთებს ცხოვრების სიმძიმესა ქვეყნისასა.
კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნ...
იხილეთ სრულად
კაცსა ამპარტავანსა და თავხედსა არ შეუძლია გულწრფელად ილოცოს. ვიდრემდის კაცს არ გაუჩნდება გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული, იგი ვერ დაემხობა ღვთის წინაშე სიმდაბლითა. იქნება მან პირჯვარი იწეროს, წირვა მოისმინოს, გარნა ჭეშმარიტის ლოცვის მადლი მას არ გამოუცდია.
ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვ...
იხილეთ სრულად
ლოცვა მარხვასთან შეერთებული, თუ კი იგი არის გულწრფელი, გააღვიძებს და გააცოცხლებს ყოველსა მას, რაიცა არის კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი, ღვთიური, და დათრგუნავს, მოსპობს ყოველსა ბოროტსა სურვილსა და მიდრეკილებასა. თვით ჟამსა მყუდრო, წრფელი ლოცვისასა კაცის გულში დადუმებულია უნებლივად ყოველი ვნება და ცოდვა, და თუ კაცი ხშირად განიმეორებს მხურვალებით ლოცვასა, მაშინ სრულიად დაიძინებს და დაიმალება მის შორის ცუდი სურვილი და ყოველი გულისთქმ...