როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთისა საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმო...
იხილეთ სრულად
როდესაც თქვენ საყდარში სდგეხართ, წირვა–ლოცვასა ისმენთ, მაშინ თქვენ ღმერთს ადიდებთ, ღმერთს მადლობთ, ღმერთს ლოცულობთ, მაშასადამე ღვთის მუშაკნი ხართ, ღვთისა საქმისა მოქმედნი ხართ. მართალია, საყდარში ლოცვებს კითხულობენ, გალობასა წარმოსთქვამენ მღვდელნი და სხვანი სამღვდელო პირნი, მაგრამ თქვენც, ერისკაცნი, მოზიარენი ხართ ღვთისმსახურებაში.
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა...
იხილეთ სრულად
რომელი ცოდვა იქნება ამაზე უდიდესი, როდესაც მღვდელი უდებებით ასრულებს ღვთისმსახურებასა? თუკი მონა, უდებებით აღმასრულებელი მსახურებისა, დაისჯება უფლისა მისისაგან, მით უდიდესი სასჯელი არ ერგება მღვდელსა, მდგომარესა თვით წინაშე ღვთისა და შემოქმედისა თვისისა და უდებებით აღმასრულებელსა ღვთისმსახურებისასა? ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და ამისა ყოველთვის უნდა გვეშინოდეს ჩვენ, სამღვდელოთა პირთა.
ვინემ კაცი არ მოიძულებს, არ მოიძაგებს თავის ცოდვას, არ ითქმის რომ იგი ჭეშმარიტად ნანობს და ჭეშმარიტად ჰსურს საუკუნოდ გაყრა ცოდვასთან, საუკუნოდ მისგან განშორება.
ერთი მიუცილებელი თვისება აქვს ჭეშმარიტს სინანულს. კაცი ჭეშმარიტად შემნანებელი მოიძაგებს თავის ცოდვას, ესე იგი არა თუ სწუხს მასზედ, არამედ კიდეც სძულს თავისი ცოდვა, და მაშასადამე, რასაკვირველია, უარჰყოფს მას, გააგდებს და ეზარება მი...
იხილეთ სრულად
ერთი მიუცილებელი თვისება აქვს ჭეშმარიტს სინანულს. კაცი ჭეშმარიტად შემნანებელი მოიძაგებს თავის ცოდვას, ესე იგი არა თუ სწუხს მასზედ, არამედ კიდეც სძულს თავისი ცოდვა, და მაშასადამე, რასაკვირველია, უარჰყოფს მას, გააგდებს და ეზარება მისი არა თუ კიდევ აღსრულება, არამედ წარმოდგენაც.
ნუ ჰგონებ, რომ ოსმალები (მაჰმადიანები) უნიჭო ხალხი იყოს, ან მოშიშარი, ან ბუნებისგან სხვაფერ დასჯილი; არა. ვინც იცნობს მათ, პირდაპირ იტყვის, რომ ისინი ბუნებისაგან ნიჭით, სიმამაცით გამოჩენილნი არიან; მაგრამ იგინი გაფუჭებული არიან თა...
იხილეთ სრულად
ნუ ჰგონებ, რომ ოსმალები (მაჰმადიანები) უნიჭო ხალხი იყოს, ან მოშიშარი, ან ბუნებისგან სხვაფერ დასჯილი; არა. ვინც იცნობს მათ, პირდაპირ იტყვის, რომ ისინი ბუნებისაგან ნიჭით, სიმამაცით გამოჩენილნი არიან; მაგრამ იგინი გაფუჭებული არიან თავიანთი უგნური და გაფუჭებულის სჯულის გავლენით. სჯული მათი აბნელებს მათ ჭკუასა, რყვნის ზნეობას, უფუჭებს ხასიათს; მაშინ როდესაც ჩვენი სჯული, ქრისტეს სარწმუნოება აკეთებს კაცს, აუმჯობესებს, წარმატებაში შეიყვანს, თუ ვინმემ ჭეშ...
მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უა...
იხილეთ სრულად
მტკიცითა სარწმუნოებითა კაცი სძლევს, არა თუ მხოლოდ რომელთამე დიდთა, ანუ მცირეთა სოფლიურთა დამაბრკოლებელთა მიზეზთა, არამედ თვით სოფელსა; კაცი აღძრული და აღდგენილი სარწმუნოებითა ღვისათა ხშირად დათრგუნავს თავის საკუთარსა ბუნებასა, უარყოფს თავის თავს, თავის საკუთარს სიამოვნებასა, თავის ხორცსა და თვით სიცოცხლესა თვისსა ხშირად შესწირავს ღმერთსა. კაცნი წმინდანნი, გაღონიერებულნი სარწმუნოებითა, მიიღებდნენ ძლევასა არა თუ მხოლოდ ბუნებასა ზედა კაცისასა, არამ...
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული ...
იხილეთ სრულად
რაც გინდა მცირე საქმე დაიწყო შენ, ძმაო, თუ არ გრწამს, რომ კარგად გაათავებ იმ საქმეს, დაღონდები და ვერ შეასრულებ. ხოლო დიდთა და მძიმეთა საქმეთა შინა, თქმაც არ უნდა, მიუცილებელი პირობები წარმატებისა ის არის, თუ ხარ შენ გამხნევებული და გაღონიერებული იმ აზრით, რომ შეგიძლია, ღვთის შეწევნითა ასრულება იმ საქმისა.
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება ...
იხილეთ სრულად
სარწმუნოებასა, ძმაო ჩემო, აქვს აუარებელი, სასწაულთმოქმედი ძალა ყოველთა საქმეთა შინა, დიდთა და მცირეთა. სარწმუნოება არის უდიდესი და უმთავრესი ზნობითი ძალი და სიმტკივე კაცობრივის ბუნებისა. გარეშე სარწმუნოებისა არ შეიძლება წარმატება არცა ერთსა საქმესა შინა. როდესაც გული და ღონე კაცისა არის განმხნევებული და განღვიძებული ძალითა სარწმუნოებისათა, მაშინ ადვილად სძლევს იგი ყოველთა დამაბრკოლებელთა და წინააღმდეგთა მიზეზთა და მოიპოვებს წარმატებასა ყოველთა სა...
link
მრავალს სხვასა საქმესა იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და მოძრაობანი; გარნა იმაზედ უდიდესი და უპატიოსნესი საქმე არა აქვს კაცსა, რათა არსებაში მოიყვანოს სწავლა სახარებისა, მისი ცხოვრება შეი...
იხილეთ სრულად
მრავალს სხვასა საქმესა იქმს კაცი ქვეყანასა ზედა, მრავალფერნი და ურიცხვნი არიან მისნი მოქმედებანი და მოძრაობანი; გარნა იმაზედ უდიდესი და უპატიოსნესი საქმე არა აქვს კაცსა, რათა არსებაში მოიყვანოს სწავლა სახარებისა, მისი ცხოვრება შეიქნეს სასუფეველი ღვთისა, მისი სული, გული – ტაძარი ღვთისა, მისი მთელი ცხოვრება გადაიქცეს მზგავსებად და ხატად ღვთისა. თუ ამას უმთავრესსა მისსა საქმესა იგი აასრულებს უდებებით, დაუდევნელად, უერთგულოდ, თუ ამა დიდ საქმეს დაივიწ...
link
ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარყოფენ სწავლათა, ანუ დოგმატთა ქრისტიანულთა. ღმერთი მრისხანე იქნება და დასჯის იმათაც, რომელნი ცუდად ცხოვრებენ; სწავლასა, ანუ ჭეშმარიტებასა ღვთისასა არ მოი...
იხილეთ სრულად
ნუ ფიქრობ, რომ ღმერთი დასჯის მხოლოდ მათ, რომელნი გარდააქცევენ, ანუ სრულიად უარყოფენ სწავლათა, ანუ დოგმატთა ქრისტიანულთა. ღმერთი მრისხანე იქნება და დასჯის იმათაც, რომელნი ცუდად ცხოვრებენ; სწავლასა, ანუ ჭეშმარიტებასა ღვთისასა არ მოიხმარებენ ცხოვრებაში. საქმე ღვთისა ის არის, როდესაც კაცი ღვთისაგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღვთის სწავლას, ღვთის ჭეშმარიტებას მოიხმარს, არსებაში მოიყვანს. რა სარგებელი გექნება, რომ სწავლა, რომელი მოგვცა ჩვენ ღმ...