ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით. მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნ... იხილეთ სრულად
მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით.
სულიერი მღვიძარების ძირითადი მნიშვნელობა
ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზან... იხილეთ სრულად
განუწყვეტლივ იფხიზლეთ გონების დასაცავად, რადგან უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილი იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა გულმოდგინება.
რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვ... იხილეთ სრულად