ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
ფრთხილად იყავი ბილწ წარმოდგენებთან. ამ მიზეზით დიდი სულიერების მქონე ადამიანები დაეცნენ და დაიღუპნენ.
თავს ცოტა ძალა დაატანეთ. დადუმდით, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ. გამუდმებით ილოცეთ. შინაგანად დაიდანაშაულეთ თავი, ნუ გაიმართლებთ თავს.
თქვენი გონება სულიერი საქმიანობით დააკავეთ, ნუ აძლევთ მას აქეთ-იქით ხეტიალის უფლებას.
თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს, თავის მორჩილების საქმეს, განსაკუთრებით კი თავის გულს უნდა მიაქციოს ყურადღება – ახსოვს თუ არა ღმერთი, სიკვდილი, ჯოჯოხეთი, სამოთხე და სხვა სულისთვის სასარგებლო რამ.
შენს წარმოდგენასთან ძალიან ფრთხილად იყავი. ნუ მიიღებ რაიმე ხატებას, თორემ ის გექცევა კერპად, რომელსაც თაყვანს სცემ. უსირცხვილო ფრინველი – მოხეტიალე გონება – ყველაზე უცნაურ, შეშლილ სურათებს გვიხატავს. იგი მოყვასის სინდისის საიდუმლო... იხილეთ სრულად
ბოროტი აზრებისა და წარმოდგენების თავიდან მოშორებისას არ უნდა ვიყოთ ნელთბილნი, რადგან ყოველი ცოდვა მათგან იღებს სათავეს. მაშასადამე, თუ გულმოდგინედ ამოვძირკვავთ ბოროტ აზრებსა და წარმოდგენებს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვნებებისგან განწმენდი... იხილეთ სრულად
სულიერ ცხოვრებაში წარმატება რომ გვქონდეს, აუცილებელია მოვიცილოთ სხვადასხვა ბოროტი გულისსიტყვა და უხამსი წარმოდგენები, რომლებიც გვიწვევს და ჩვენი სულის შებილწვას ცდილობს.