ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ამპარტავნება საშინელი სულიერი დაავადებაა, რომელიც ძალიან ძნელად იკურნება. ღმერთის წინაშე არ არსებობს მასზე უფრო საძაგელი ცოდვა. წმიდა მამები მას "სატანის თესლს" უწოდებენ
მწერთ, ჩემს სულიერ მამას ვესაუბრე და ბევრი რამ ვუთხარიო საკუთარ თავზე, მან კი პირდაპირ მითხრა, ამპარტავანი და ცუდმედიდი ხარო. სრულიადაც არა ვარ ამპარტავანი, მაგრამ დაჩაგრულის თამაშს და კუდის ქიცინს ვერ ვიტან მეთქი, ვუთხარი... ყოჩა... იხილეთ სრულად
იესოს მდუმარებამ შეარცხვინა პილატე. ხოლო ღვთისმოსავი კაცის ბაგის მდუმარება ამარცხებს ამპარტავნებას
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება. რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე. რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმო... იხილეთ სრულად
ამპარტავნება ღვთის უარყოფაა და ეშმაკთან მეგობრობა, ადამიანის შეურაცხმყოფელი, განკითხვის დედა, ქების ნაშობი, უნაყოფობის ნიშანი, ღვთის შეწევნის განმდევნელი, შეშლილობის წინამორბედი, დაცემათა მიზეზი, გულისწყრომის წყარო, ორგულობის კარი... იხილეთ სრულად
ამპარტავნება იწყება იქ, სადაც პატივმოყვარეობა თავდება, მისი საშუალო მდგომარეობა მოყვასის შეურაცხყოფა, საკუთარი შრომის უსირცხვილოდ წარმოჩინება და თავის გულში ქებაა, ამასთან - მხილების სიძულვილი. მისი უმაღლესი მდგომარეობა არის ღვთის... იხილეთ სრულად
ვისმინოთ ყველამ, ვისაც გვსურს, ამ ბოროტ ორმოს გადავურჩეთ, რადგან იგი პირველად ღვთისადმი მადლობით იწყება, რადგან ღვთის უსირცხვილო უარყოფას თავიდანვე ვერ მოაფიქრებს კაცს
ვიხილე ადამიანები, რომლებიც ბაგით მადლობას სწირავდნენ ღმერთს, ხოლო გონებით თავს იმაღლებდნენ. ამის მოწმე ფარისეველია, რომელიც ამბობდა: "ღმერთო გმადლობ შენ" (ლუკ. 18.11)
სადაც დაცემა მოხდა, იცოდე, რომ იქ თავდაპირველად ამპარტავნება დამკვიდრდა, რადგან პირველი მეორეს მოაქვს
გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმინდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს - მატივმოყვარეობას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს