გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება...
იხილეთ სრულად
გვიკარნახებენ სინდისის ძლიერებას და ამბობენ, რომ სინდისი კმარა ადამიანის ცხოვრების გამგე-განმრჩეველადო; მაგრამ ჩვენ ზემო დავინახეთ, რომ თუ არ არსებობს ღმერთი, ისპობა კეთილი და ბოროტის განრჩევაც და მაშინ რაღას ქვია სინდისის მხილება და ჩვენება? ამისთვის ყოვლადვე დაუმტკიცებელია მარტო სინდისზე მიყრდნობა თვინიერ ღვთის და ჩვენი სულის უკვდავების რწმენისა, რადგანაც ამ შემთხვევაში სინდისის ჩვენება კეთილისა და ბოროტისა უმიზნოა და უმიზნოდ კი ადამიანის ცხოვრ...
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშ...
იხილეთ სრულად
შენი შვილი ვარ საწყალი,
ამ ცრუ სოფელში მყოფელი,
შენ დაგვიფარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
მე შენ მიყვარდე, ღირს ვიყო
სხვა მარგალიტის მფლობელი,
შენ გაგვახარე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
ვინ შესძლებს ღირსად გადიდოს,
თქვას ღირსი სამადლობელი?
შენ შეგვიწყალე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
არ იკარგება სანთელი,
არც საკმელ-საგალობელი,
მადლი მოგვფინე, უფალო,
შენა ხარ ტკბილი მშობელი.
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოვ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ვიცით ერთ-ერთი უმთავრესი თვისება ღმერთისა - უცვალებლობა. იგი უცვალებელია, არასოდეს იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ შეიძლება იყოს ბრაზიანი, შემდეგ გახდეს კეთილი და ა.შ. იგი ყოველთვის ერთნაირია - ყოველთვის სიყვარულია, ყოველთვის ერთგვარად უყვარს ადამიანი და ერთნაირად ზრუნავს მასზ, ოღონდ მზრუნველობა ვლინდება სხვადასხვა ფორმით, და იმგვარად, როგორც ეს ადამიანს სჭირდება. ამიტომ ჩვენ არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ უფალი, რომელიც ჩვენ მეგობარს გვი...
ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმერთოება და არღარა თაყვანს-ვცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქ...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად ეგრეთ არს, ვითარცა სთქუ, მეფეო, რამეთუ მე ქრისტიანე ქმნილ ვარ და დამიტევებიეს მამული უღმერთოება და არღარა თაყვანს-ვცემ ცეცხლსა შემწველსა, არცა მზესა, კაცთათვის სამსახურად დაბადებულსა, არამედ ღმერთსა ცხოველსა, რომელმან ქმნა ცანი და ქვეყანა და ყოველნი, რა არს მათ შინა ხილულნი, ანუ უხილავნი, რომელსა აქუს უკუდავება და მკვიდრ არს იგი ნათელსა შინა თუალთ-შეუდგამსა, რომელი-იგი არავინ იხილა, ვერცა შემძლებელ არს.