თუკი სული კაცისა კეთილმსახური და ღვთის სათნომყოფელი ცხოვრებით არ იცხოვრებს, მისთვის არავითარი სარგებლობა არ ექნება მეცნიერებათა შესწავლას. ყველა ბოროტების მიზეზი კი შეცდომილება, საცთური და ღმერთის უცნობელობაა.
თუ სულზე არ ვზრუნავთ, სხეულსაც ვანგრევთ. ვინც უგულებელყოფს ყველაზე ძვირფას ნაწილს იმისათვის, რომ აღამაღლოს ნაკლებად ღირებული, იგი როგორც ერთ, ისე მეორე ნაწილს ღუპავს. პირიქით, ვინც ზრუნავს სულზე, ის სულსაც იცავს და მთელ სხეულსაც.
იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და უწინარეს ყოვლისა ეგოიზმი, უწესო შვილი ამპარტავნებისა, რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირპირს ამტვრევინებს.
მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელისა მისსა ზედა, რათა წარუ...
იხილეთ სრულად
მე ესერა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა დგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელისა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ.
მწწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კვლად უღონო არიან და არასადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას.
პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათვის ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო.
როდესაც ვკითხულობთ დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, ჩვენს წინაშე წარმოდგება არამარტო ბრწყინვალე მეფე, არამარტო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მოძღვარი და სულიერი მამა საქართველოსი.
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა და აქა...
იხილეთ სრულად
ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან იესუ ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯვარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა და აქამომდე მშვიდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფისა ჩემთვის, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე ...
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხ...
იხილეთ სრულად
ის, რაც უფლის განგებით ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის უდიდესი სიბრძნითა და მადლითაა აღვსილი და არსებითად საჭიროებისამებრ ჩვენივე სარგებლობისათვის ხორციელდება და არა ჩვენი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ანდა ღვთისათვის უღირსი სხვა რაიმე წვრილმანისათვის. ამ მიზეზის გამო ადამიანი ძალზე იშვიათად შედის სულების გრძნობიერად ხედვის მდგომარეობაში. ღვთისთვის სათნოა ის, რომ მისი მსახურნი მის წინაშე უდიდეს კრძალულებაში, მის მიმართ უთუო მორჩილებაში, მისი უ...