გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გ...
იხილეთ სრულად
გონება და გული სულიერ სფეროს მიეკუთვნება. ამიტომ გულისა და გონების მიერ გარედან მიღებული აზრებისა და შეგრძნებების აღქმას სულიერი ხედვა ეწოდება. მაგრამ ჩვენი სულიერი თვალიც ბრმა არის. ეს სიბრმავე არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გარედან მოსული აზრების და შეგრძნებების, გააზრება და განცდა. ჩვენი სულიერი ხედვა შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც აზრების, განცდებისა და ზრახვების შეფასებისა და სწორად განმარტების უნარი. სახელდობრ ამ უნარს ჩვენ არ ვფლობთ. ჩვე...
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულ...
იხილეთ სრულად
დაე, იფხიზლოს შენმა სულიერმა თვალმა და დაიცვას მიმოფანტვისგან, როგორც ხორციელი საგრძნობელი, უმთავრესად კი თვალი, ასევე სულიერიც, განსაკუთრებით კი გონება დაიცვას გაღიზიანებისგან. რადგანაც გრძნობების საშუალებით შემოდის ადამიანში სულიერ სნეულებათა შხამიანი მიკრობები, რის შედეგადაც დაუდევარი ქრისტიანი თანდათან მრავალი დაავადებით სნეულდება და თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ სიჯანსაღეს კარგავს.
წმიდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი,...
იხილეთ სრულად
წმიდანები მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი კაცის წინაშე ქრისტეს სჯულს ქადაგებენ, როგორც სიტყვით, ასევე საქმით. ზოგიერთი მათგანი სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ხალხს ჭეშმარიტი სარწმუნოებით ანათლებდა, ხოლო სხვანი, თუმცა სიტყვით არ ქადაგებდნენ, მაგრამ მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა რამდენადაც სახარების აღსრულებას წარმოადგენდა, ქადაგება იყო. ისინი ამქვეყნად ქრისტეს ცოცხალი ხატნი, ან სოფლის მნათობნი და მარილნი იყვნენ
წმიდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და...
იხილეთ სრულად
წმიდანები ნათლად გვაჩვენებენ, რა ძალა აქვს ქრისტეს სახარებას, როგორ ცვლის და განაბრწყინვებს იგი ადამიანის ბუნებას. მათ სიწმინდისა და სათნოების ყველა სახის მაგალითი მოგვცეს. უკეთუ სახარების მცნებებს ვემორჩილებით და ღმრთის შიშითა და სასოებით ვცხოვრობთ, ჩვენც ვაღიარებთ ქრისტეს წინაშე ყოველთა კაცთა, ხოლო თუ პირიქით ვიქცევით, მაშინ უფალს საქმით უარვყოფთ, რომელიც სიტყვით უარყოფაზე უარესია
კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით ღვაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ური...
იხილეთ სრულად
კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით ღვაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყოელისა პირისა, ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა" და კუალად: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და ...
ვისაც სურს სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო მორჩილებაში თავის დადანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარ...
იხილეთ სრულად
ვისაც სურს სულიერი ხედვის მდგომარეობა მუდმივად შეინარჩუნონ, მათ უნდა იზრუნონ, რომ მუდამ მორჩილებაში იყვნენ; ნუ იმართლებენ თავს, ნუ განიკითხავენ ახლობლებს, ხოლო მორჩილებაში თავის დადანაშაულებით, ღვთისა და ადამიანების წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებით წარსდგნენ.
თბება გაციებული სული ღმრთის სიტყვით, ლოცვით, თავმდაბლობით, სინანულით და ღმრთისადმი მადლიერების შეგრძნებით, მიუხედავად გულზე შინაგანი და გარეგანი მოქმედებებით გამოწვეული ცვლილებებისა.
თვალები სულების შეხვედრის წერტილია", - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს. იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებ თვალებში საპასუხო გა...
იხილეთ სრულად
თვალები სულების შეხვედრის წერტილია", - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს. იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი.
მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ...
თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს, დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფევლის დამკვიდრებ...
იხილეთ სრულად
თუკი ადამიანის სული ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე არ მიიღებს სულიწმიდის საღმრთო მადლს, დიდი რწმენისა და მრავალი წრფელი ლოცვა-ვედრებისათვის, და თუკი არ ეზიარება ღვთაებრივ ბუნებას, მაშინ ასეთი სული უღირსი იქნება ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა