მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრუ...
იხილეთ სრულად
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებ...
მრავალი რამ გამოვცადე ცხოვრებაში და სულის მშვიდობისა და სიმყუდროვისათვის უკეთესი ვერაფერი ვნახე, გარდა ზომიერი ნაყროვანებისა, ერთ ადგილზე მკვიდრობისა და უფლის სიტყვის ბეჯითად სწავლისა.
ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბ...
იხილეთ სრულად
ნეტარ სულს სწყურია საუკუნო ცხოვრების მოპოვება, მაგრამ ვნებიანი სურვილები გვიტაცებენ და მათი სიყვარულის გამო გავურბივართ ჭირთა და განსაცდელთ ცხოვრებაში. შევიგნოთ, რომ ღვთის მცნებები კი არ არიან მძიმენი, არამედ მათ ამძიმებენ ჩვენი ბოროტი ვნებები.
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით ა...
იხილეთ სრულად
პირველი სულიერი ხედვა არის საკუთარი ცოდვების დანახვა, რომლებიც მანამდე დავიწყებითა და უცოდინრობით იყო დაფარული. მათი დანახვით მოღვაწე უკვე ხვდება თავის ადრინდელ სულიერ სიბრმავეს, რომლის დროსაც არსებითიც და არსებულიც მას სრულებით არა არსებითად და არა არსებულად წარმოედგინა.
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შ...
იხილეთ სრულად
რა არის ადამიანთა სულები? ეს იგივე სული ან ღვთაებრივი სუნთქვაა, რომელიც ღმერთმა ადამს შთაბერა და მისგან წამოსული დღევანდლამდე განეფინება მთელ კაცთა მოდგმას. ამიტომაც ყველა ადამიანი ერთი კაცის ტოლფასია, ისინი კაცობრიობის ერთი ხის შემადგენელი ნაწილები არიან. აქედან გამომდინარეობს ჩვენი ბუნების ერთიანობის ყველაზე უშუალოდ გამომხატველი მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლით...
ამის მიუხედავად, ამსოფლიური ყოფა ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვ...
იხილეთ სრულად
ამის მიუხედავად, ამსოფლიური ყოფა ისეთი ბანგი და სატყუარაა, რომელიც ნამდვილ სიცოცხლეს, ცათა სასუფეველს სტაცებს ადამიანს და სანაცვლოდ ტკბილ შხამს ან უკეთეს შემთხვევაში, სუროგატს აჩეჩებს... რამდენად მოქმედებს მარადისობის ხსოვნა პიროვნულ არჩევანზე, ურთიერთობებზე, ყოველდღიურობაზე, ეროვნულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე და რამდენად სახიფათოა წარმავალზე ორიენტაცია? ისიც უდავოა, რომ ყოველ დროს თავისი სნეულებები, განსაცდელები და რაც უნდა პარადოქსულად მოგვეჩ...
არა არს სოფელსა ამას განსვენება, არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეხსოვნების, გუშინ რა კეთილი იხილე, ანუ ძოღან რა ბოროტი მოგეცა, და არცაღა იცი, ხვალე გინა მწუხრი რა ყოფად არს შენ ზედა. ვითარცა სიზმრისა წუხანდელისა ხსენება, ეს...
იხილეთ სრულად
არა არს სოფელსა ამას განსვენება, არცა კეთილი რამე მოუწყინარი, არცაღა გეხსოვნების, გუშინ რა კეთილი იხილე, ანუ ძოღან რა ბოროტი მოგეცა, და არცაღა იცი, ხვალე გინა მწუხრი რა ყოფად არს შენ ზედა. ვითარცა სიზმრისა წუხანდელისა ხსენება, ესრე არს სილანდელი საქმე შუადღე.
ვინაითგან ესრეთ არს სოფელი ესე, საქმენი მისნი წარმავალ და ცუდ, რაისათვის დაემონები სოფელსა ამას და მოიძულებ სასუფეველსა? რა სარგებელ არს, უკეთუ პირველად სოფელმან ამან კეთილი გიყოს, მას საუკ...
რა არის სულიერი მოღვაწეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი. ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან ყვავილი. გვაქვს აგრეთვე ცისტერნით წყალი, ორი ონკანით და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორეთი ყვავილისკენ. ყოველი მორწყ...
იხილეთ სრულად
რა არის სულიერი მოღვაწეობა? ვთქვათ, სული ბაღია, ორად გაყოფილი. ერთგან ეკალი ხარობს, მეორეგან ყვავილი. გვაქვს აგრეთვე ცისტერნით წყალი, ორი ონკანით და ორი მილით. ერთი მილით წყალი ეკლისკენ მიედინება, მეორეთი ყვავილისკენ. ყოველი მორწყვისას მხოლოდ ერთი ონკანის მოშვების შესაძლებლობა გვაქვს: ეკალს არ ვრწყავ, ამიტომ ის ჭკნება, ვრწყავ ყვავილს და ის ხარობს.