მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორ...
იხილეთ სრულად
მე სოფლის მკვიდრთა მიერ დარგული სათნოებათა მეტად ბევრი და სხვადასხვაგვარი ნერგი ვნახე. ბინძური წყლით მორწყული, ამპარტავნებითა და მოჩვენებითობით შემოთოხნილი, თავმოწონებით შემორაგული და განდიდების სკორეთი გაპოხიერებული, მაგრამ როგორც კი ისინი ცარიელ, ერისკაცთათვის მიუვალ მიწაზე გადარგეს და პატივმოყვარეობისთვის ჭაობის სინესტე ვეღარსად იპოვეს, გახმნენ, რადგან ტენისმოყვარე ნარგავები მშრალ და უწყლო ადგილს ვერ ეგუებიან.
როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავი, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყ...
იხილეთ სრულად
როდესაც ამ სოფელს მივატოვებთ, ეშმაკი უეჭველად შეეცდება, რომ გნატრიდეთ ზოგიერთ მოწყალე და ლმობიერ ერისკაცს, ხოლო საკუთარი თავი, როგორც სრულიად მოკლებული ამგვარ სათნოებებს, შევაჩვენოთ. აქ მტრის განზრახვა აშკარავდება: მას სურს, რომ ყალბი თავმდაბლობით კვლავ ერში დაგვაბრუნოს, ან თუ მონასტერში დავრჩებით, სასოწარკვეთილებისაკენ გვიბიძგოს.
ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა გრძნობების რამდენადმე შეცვლით, რაც ადამიანისათვის შეუმჩნეველი და გაუგებარი სახით ხორციელდება. ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს, რომ ხედავს რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და რასაც სხვები...
იხილეთ სრულად
ადამიანებს შეუძლიათ სულების ხორციელად დანახვა გრძნობების რამდენადმე შეცვლით, რაც ადამიანისათვის შეუმჩნეველი და გაუგებარი სახით ხორციელდება. ადამიანი მხოლოდ იმას ამჩნევს, რომ ხედავს რაღაცას, რასაც აქამდე ვერ ხედავდა და რასაც სხვები ვერ ხედავენ; ესმის ის, რაც აქამდე არ ესმოდა. გრძნობების შეცვლა, როცა ადამიანი უხილავი სამყაროს არსებებთან კავშირში შედის, წმინდა წერილებში "გრძნობების განღებად" მოიხსენიება. "აუხილა უფალმა თვალი ბალაამს და დაინახა ბალაა...
წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმი...
იხილეთ სრულად
წმიდანები არამარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმიდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი წმიდანები კი ამზადებენ მათ სასუფევლისათვის. ადამიანთა მოდგმაში წმიდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც სამოთხისაკენ მიმავალი გზა უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სა...
წმიდანები!.. რადგანაც ისინი ხორციელი ბუნების არიან, მათთვის უცხო არ არის ცოდვები. მატ იციან ცოდვა, ცოდვის სიმძიმე. ის, თუ რას განიცდის და როგორ იტანჯება ცოდვილი. ამას წმიდანები სხვისი ნათქვამით კი არ განიცდიან, არამედ საკუთარი გამ...
იხილეთ სრულად
წმიდანები!.. რადგანაც ისინი ხორციელი ბუნების არიან, მათთვის უცხო არ არის ცოდვები. მატ იციან ცოდვა, ცოდვის სიმძიმე. ის, თუ რას განიცდის და როგორ იტანჯება ცოდვილი. ამას წმიდანები სხვისი ნათქვამით კი არ განიცდიან, არამედ საკუთარი გამოცდილებით. მათ თავადაც აქვთ ჩანადენი ცოდვები და ვინაიდან ღმერთმა აპატია მათ ცოდვები და იციან შენდობის სიხარული, ერთი სული აქვთ დაეხმარონ ცოდვილებს, თან ისინი მოვალენიც არიან, მიუტევონ ცოდვილს, რადგან მათაც მიუტევა ღმერთმ...
ადამიანის სული ღმერთს ეკუთვნის. მან ის თავისთვის შექმნა; ადამიანის სული - ეს ღვთაებრივი სიყვარულის ობიექტია, მთელს ქმნილ სამყაროში ერთადერთი ძვირფასეულობაა, რომლის თავისად ქონა სურს უფალს.
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი...
იხილეთ სრულად
ადამიანი ხილული სახით ხორციელია, მაგრამ სხეული მაცოცხლებელ სუნთქვას ატარებს, რომელიც უშუალოდ შემოქმედისგანაა.
ეს სული აკავშირებს ადამიანს შემოქმედთან და მის ირგვლივ არსებულ ზეციურ, სულიერ სამყაროსთან. ესაა მცირე ალი, მსგავსი მარადიული ღვთიური ალისა, და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეული ასე უბადრუკად და საცოდავად არსებობს დედამიწაზე, მწერთა და ცხოველთა შორის, ამ ალით ის ზეცასა და მარადისობას უკავშირდება.
აზრი, რომ გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუც...
იხილეთ სრულად
აზრი, რომ გრძნობადი ხედვა თითქოს რაღაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანს შეიცავს, მცდარია. გრძნობადი ხედვა სულიერის გარეშე არ იძლევა სათანადო ცოდნას სულების შესახებ; უფრო დასაშვებია ყველაზე მცდარ გაგებამდე მისვლა და ეს უფრო მეტად გამოუცდელებს, თავის თავზე დიდი წარმოდგენით და დიდების მოყვარეობით დასნეულებულებს ეძლევათ. სულიერ ხილვას მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანები აღწევენ, ხოლო გრძნობად ხედვას უფრო ხშირად ბიწიერი ცხოვრებისაკენ მიდრეკილი ადამიანები.
ამგვარად, სულიერი ხედვის შესაძენად, სიბრმავის, სიცრუისა და ზნედაცემულობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა იმ ძირითადი მართლმადიდებლური ცნებით გამოხატული შინაგანი განწყობილება მივიღოთ, როგორიცაა სინანული და მორჩილება.
არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლი...
იხილეთ სრულად
არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანის სულზე უფრო ძვირფასი საგანძური. ზუსტად ამ განძმა უნდა გვიხსნას დაღუპვისა და სიკვდილისაგან. ყველაფერი დანარჩენი, რასაც ადამიანი აფასებს და უფრთხილდება, უცილობლად კვდება და იღუპება. ადამიანის სული უფლის თვალში მთელს მატერიალურ სამყაროზე ძვირფასია, ქრისტეს სიტყვებით: "რაი სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თვისი იზღვიოს?" (მათ. 16, 26; მარკ. 8, 3; ლუკ. 9, 25). შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს...