ღმერთზე ფიქრისას სულიც კი თითქოს მუნჯდება და დუმდება, დგება ჟამი დუმილისა და იმისა, რომ ცნობიერებაში ფარულად გვეპყრას ამ გამოუთქმელი საღმრთო ძალის აუხსნელი სასწაული.
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყ...
იხილეთ სრულად
ღმერთთან დამსგავსება, პირველ ყოვლისა, საღმრთო საიდუმლოთა მეშვეობით ხდება. საიდუმლოთა მოქმედების მიზანია ფრთები შეასხას სულს, აღიტაცოს იგი ამ აქვეყნიდან და ღმერთს მიუძღვანოს; შეასახლოს ადამიანთა გულებში ქრისტე სულიწმიდით. ერთი სიტყვით, ღმერთად და ზენაარი ნეტარების მოზიარედ აქციოს ის ადამიანი, ვინც ზენაართა დასს განეკუთვნება.
ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედმორწმუნე კაცში, რომელსაც ზოგჯერ ახსენდება ღმერთი, იცის მცნებანი და გარკვეულწილად მათ შესრულებას ცდილობს. უფალი არ ტოვებს მას, რადგან იგი ცდილო...
იხილეთ სრულად
ღმერთი ადამიანში ორმაგად მოქმედებს - ეხმარება და სუფევს. შეწევნით უფალი მოქმედებს მცირედმორწმუნე კაცში, რომელსაც ზოგჯერ ახსენდება ღმერთი, იცის მცნებანი და გარკვეულწილად მათ შესრულებას ცდილობს. უფალი არ ტოვებს მას, რადგან იგი ცდილობს დაეყრდნოს უფალს. ხოლო სუფევით უფალი დიდი რწმენის მქონე ადამიანში მოქმედებს, რომელმაც ფართოდ გაუღო მას კარნი საკუთარი სულისა. დაწერილია: "უკუეთუ ვინ განაღოს კარი, და შევიდე მის თანა" (შეად. გამოცხ. 3, 20). ასეთი ადამია...
ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუ ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არა აქვს საღვთო შემწეობის უფლება. მას მაშინ აქვს ეს უფლება, თუ სულიერად იცხოვრებს და უფლის სიახლოვეს იქნება და მაშინ რამე თუ მოუვა და მოკვდება, ა...
იხილეთ სრულად
ღმერთი არასდროს მიგვატოვებს, მას ჩვენ ვტოვებთ. თუ ადამიანი სულიერად არ ცხოვრობს, მას არა აქვს საღვთო შემწეობის უფლება. მას მაშინ აქვს ეს უფლება, თუ სულიერად იცხოვრებს და უფლის სიახლოვეს იქნება და მაშინ რამე თუ მოუვა და მოკვდება, ასეთი ადამიანი მზად იქნება სხვა ცხოვრებისათვის, ასე რომ იგი მოგებული დარჩება აქაც და იმ ცხოვრებაშიც.
ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, "დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი, პი...
იხილეთ სრულად
ღმერთი არ იმალება ადამიანისაგან. ცოდვილი ადამიანი ემალება ღმერთს, ეფარება და ეფარება მანამ, ვიდრე საბოლოოდ არ დაჰკარგავს მას თვალსაწიერიდან, როგორც დაწერილია წინაპართა შესახებ, რომ როცა შესცოდეს, "დაიმალნეს ადამცა და ცოლი მისი, პირისაგან უფლისა ღმრთისა, საშუალ ხესა სამოთხისასა".
ღმერთი არის უზენაესი და მიუწვდომელი ნათელი, ეს სამების უწმიდესი ბრწყინვალებაა. მეორე ნათელი ანგელოზებია, ერთგვარი ნაკადი თუ თანაზიარება პირველი ნათელისა, მესამე ნათელი კი ადამიანია.
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეშე ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია. მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღმრთაება.
ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "... აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 1...
იხილეთ სრულად
ღმერთია წყარო ნეტარებისა, ვისაც ღმერთი უყვარს, მასში პოულობს სიხარულს, სიტკბოებას, განცხრომის აღვსებას ისე, როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: "... აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაითა; შუენიერებაი მარჯვენესა შინა შენსა სრულიად" (ფს. 15, 11).