იესოს ლოცვას ნურასდროს შეწყვეტ
სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რ...
იხილეთ სრულად
სხეულს რაც შეეხება, მთელი ძალისხმევით უნდა იღვაწო, რათა მუდამ სულს დამონებული იყოს. საერთოდ არ შეგეცოდოს. ჭამ თუ საქმიანობ, იესოს ლოცვას ნუ შეწყვეტ. ყველა ლოცვის დროს გონება უნდა მისდევდეს და იაზრებდეს, რას ლოცულობ და რას ამბობ. რამეთუ, შენ თვითონ თუ არ გესმის, რას ამბობ, ღმერთს როგორ შეუთანხმდები, როგორ მოგცეს, რასაც სთხოვ?
link
გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიე...
იხილეთ სრულად
გალობა თავმდაბლობით უნდა სრულდებოდეს, გონება ტროპარის აზრზე უნდა ნადირობდეს. აზროვნება გონების მიერ გააზრებულით უნდა ტკბებოდეს და მის ჭვრეტაში ადიოდეს. სულიერი კითხვაც ასე უნდა ხდებოდეს. ამ ყველაფრის მეშვეობით სული იზრდება და ძლიერდება, ხოლო ძველი კაცი კვდება, ახალი კი – განახლდება და იმატებს ქრისტეს სიყვარული. ამის მერე ადამიანს არაფერი ამქვეყნიური აღარ აკმაყოფილებს.
link
სიმდაბლეს შობს განურჩეველი შორჩილება ყველასადმი
ფოთლებს ნუ გამოისხამ, არამედ ფესვები გაუშვი ღრმად
მტერი ბრძოლას [მონასტერში მისვლიდან] სამი-ოთხი წლის მერე გვიწყებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მადლი გვშორდება, რათა გამოგვცადოს
უმცირესი უმეტესის მიერ იკურთხება – ცოდვაც. დიდი იქნება თუ მცირე, ჭეშმარიტი სინანულის მიერ ქრება.
"სასმისზე" "შიგნიდან" უნდა ვიზრუნოთ, როგორც უფალი ბრძანებს
სათნოება ღმერთის არამატერიალური ძღვენია
ადამიანებმა დაფასება არ იციან, მთავარია, უფალი როგორ დაგაფასებს