ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

იესოს ლოცვამ ჭკუიდან შეიძლება შეშალოს ის, ვინც ლოცვის აღსრულების თავს არ ანებებს ისეთ ცოდვებს და ცოდვით მიდრეკილებებს, რომლებზედაც მიუთითებს სინდისი. ამ დროს მიმდინარეობს ღრმა შინაგანი ღრღვევა, რომელიც ანადგურებს გულის ყოველგვარ სიმშვიდეს... რის გამოც ხდება გნების დაბინდვა, ცნობიერების შეშფოთება და დახლართვა.

მეკითხებით კოცონის შესახებ: "რა არის ეს"? - როცა ღმერთი მოგცემთ, მაშინ გაიგებთ. გემოს გასინჯვი გარეშე შეუძლებელია თაფლის სიტკბოების გაგება. ასევეა აქ! ის შეიცნობა ღვთის მუდმივი შეგრძნების შედეგად. იესოს < =_1>ლოცვამ ჭკუიდან შეიძლება შეშალოს

პატერიკში მოთხრობილია: ბერები ტრაპეზთან რომ ისხდნენ, ერთ მათგანს აეხილა სულიერი თვალები და იხილა: იმ მონაზვნებთან, რომლებიც ჭამის დროს სიმდაბლის გრძნობით იყვნენ აღვსილნი და ყოველი ლუკმისთვის, ყოველი ყლუპიწყლისთვის მადლობდნენ ღმერთს, ანგელოზები იდგნენ და თაფლით კვებავდნენ. სხვები, მდუმარედ რომ შეექცეოდნენ საჭმელს და გულში იესოს ლოცვას წარმოთქვამდნენ, რაღაც ციურ სასმელს სვამდნენ. იმათთან კი, ვინც იცინოდა, განიკითხავდა, ყვებოდა სასაცილო ამბებს მონასტრის ცხოვრებიდან, ეშმაკები მიდიოდნენ და შეუბილწებდნენ საჭმელს პატერიკში მოთხრობილია: ბერები ტრაპეზთან რომ


ცა გონებით გააპე!

ზემოთ აიხედე, ეს ცა გონებით გააპე და იხილე, რა იმალება მის მიღმა! იქ არის ჩვენი სამშობლო, იქ მიდის და საგანძურში გროვდება ჩვენი შრომა. ამიტომ, ნუ უგულებელყოფ შენს მოვალეობებს – განსჯას, კანონს, მღვიძარებას, იესოს ლოცვას! ზემოთ აიხედე, ეს ცა გონებით გააპე და იხილე

120. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური გულისზრახვებით, როდესაც მოვიწყარობის შედეგად უგულისყურონი ვხდებით და დიდად განვეშორებით ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას. მეორე მხრივ, კვლავაც ვტკბებით ნეტარი სიხარულის რამ გრძნობითა და სიამით, როდესაც გონების სახელოსნოში (ე.ი. გონების სამოღვაწეო წიაღში) საღვთო ტრფობის მიერ გულმოდგინებით აღვასრულებთ ზემოხსენებულთ (ე.ი. ყურადღებიანობასა და იესოს ლოცვას) ძალუმად და წადიერად, რადგან ასეთ დროს სხვა არაფრის გამო ვეშურებით გულისმიერი მყუდროებით სვლას, თუ არა ჩვენივე ტკბილი სიამისა და განცხრომისათვის სულის შიგნით. ვიმწარებთ გულს გესლითა და უკეთური

ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო შეიძლება რომელიმე ფსალმუნის გონებისთ წაკითხვას მოახმაროტ ისე, რომ თითოეული მუხლისაგან საკუთარი ლოცვაც კი შექმნთ. ზოგჯერ კანონის მთელი დრო შეიძლება იესოს ლოცვის აღსრულებას და მუხლთდრეკას დაუთმოთ... ან ერთიდან, მეორიდან და მესამიდან მცირედ-მცირედი აიღოთ. ღმერთი გულს მოითხოვს (იგავ. 23, 26). და თუ ის კრძალვითაა მისდამი განწყობილი, ესეც საკმარისია, უწყვეტი ლოცვაც სწორედ აგაა, რომ მოკრძალებული გრძნობით ვიდგეთ ღვთის წინაშე. ამ დროს ერთი რამეღა რჩება შესასრულებელი, შევაშველოთ ღუმელს შეშა და პერიოდულად გავაძლიეროთ ცეცხლი. ზოგჯერ კანონისათვის გამოყოფილი მტელი დრო

თუ შენიშნავ, რომ ვიღაც ლოცვაში ჩაღრმავებას ცდილობს, შგიძლიათ იესოს ლოცვის უწყვეტი აღსრულება შესთავაზოთ ისეთნაირად, რომ კეთილკრძალული შიშით დაიცვას ღვთის ხსოვნა. ლოცვა საქმეთაგან პირველია. მთავარია, რისი ძიებაც ლოცვაში ხდება, არის იმ კოცონის მიღება, რომელიც კმიეცემა მაქსიმე კაფსოკალივიტს... ეს კოცონი, არანაირი მხატვრული ხერხით არ მიიღება, არამედ უშუალოდ ღვთის მადლით მოგვეწოდება. რისთვისაა საჭირო შრომა ლოცვაში, რას წერს წმ. მაკარი... გინდა მოიპოვო ლოცვა, ამბობს ის, იშრომე ლოცვაში... ღმერთი დაინახავს, როგორი გულმოდგინებით ეძიებ ლოცვას და მოგანიჭებს მას. (სიტყვა 1, თავი 13). თუ შენიშნავ, რომ ვიღაც ლოცვაში ჩაღრმავებას

კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე ლოცვის უწყვეტ წარმოთქმას მიეჩვევა; ოღონდ მთავარია ყურადღებით ვიდგეთ არა თავის არეში, არამედ გულში და ვიმყოფებოდეთ იქ არამარტო ლოცვის ჟამს, არამედ ყოველთვის. შეეცადეთ გულში აღძრათ თითქოსდა ერთგვარი ტკივილი... მუდმივი შრომა სწრაფად შეგაძლებინებთ ამას. ამაში არაფერია განსაკუთრებული. ეს (რომ ტკივილის განცდა წარმოჩნდეს) ბუნებრივი საქმეა; მისი მეშვეობით კონცენტრირება ბევრად უფრო კარგადაა შესაძლებელი. როდესაც უფალი დაინახავს თქვენს შრომას, დაგეხმარებათ და მადლმოსილ ლოცვას გაჩუქებთ, მაშინ დაიწყება გულში სათანადო წესრიგის დამყარება. კარგია, თუ ენა იესოს ლოცვის, ან სხვა მოკლე

როცა ვლოცულობთ, გონებით ღვთის წინაშე უნდა ვიდგეთ და მხოლოდ მასზე ვფიქრობდეთ. ამ დროს განუწყვეტლივ წარმოიშვება სხვადასხვა აზრები, რომლებიც გონებას ღვთისაგან განაშორებენ, იმისათვის რომ გონება მიჩვეულიყო ერთ ადგილზე დგომას, წმიდა მამები იყენებდნენ მოკლე ლოცვებს, რომელთაც განუწყვეტლივ წარმოთქვამდნენ. მოკლე ლოცვების ესეთი წარმოთქმისას გონება მტკიცედ იდგა ღვთის სათნო ფიქრებში და ადვილად დევნიდა გარეშე აზრებს. ლოცვები მოკლე იყო, მაგრამ სხვადასხვაგვარი, ამიტომ ჩვენში დამკვიდრდა და საერთო წესად შემოღებულ იქნა იესოს ლოცვა: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი!" როცა ვლოცულობთ, გონებით ღვთის წინაშე უნდა

მთავარი პირობა ლოცვაში წარმეტების მისაღწევად არის ვნებებისაგან გულის გაწმენდა და ყველანაირი შეგრძნებებისა და ყოველგვარი ლტოლვებისაგან განთავისუფლება. ამის გარეშე ლოცვა მუდამ პირველ საფეხურზე, ანუ წაკითხვის დონეზე რჩება. გულის გაწმენდის შესაბამისად წაკითხული ლოცვები თანდათან გადადის გონიერ-გულისმიერში, ხოლო როცა გული სრულიად დაიწმინდება, მაშინ მკვიდრდება მოუკლებელი ლოცვა. როგორ იმოქმედოთ? - ტაძარში მსახურების მიმართ ყურადღებით იყავით და გაითავისეთ ის აზრები და გრძნობები, რომლებიც ღვთისმსახურებიდან მოგეწოდებათ. სახლში ლოცვითი გრძნობები და აზრები აღაგზნეთ და დააკავეთ ისინი იესოს ლოცვის მეშვეობით. მთავარი პირობა ლოცვაში წარმეტების მისაღწევად

ბერძენ მამათა ნაწერები მათში არსებული მადლის და სულიერი განსჯის სიუხვის გამო ღირსია ღრმა პატივისცემისა. რუსი მამების ნაშრომები კი, მკაფიო, ნათელი და უბრალო გადმოცემის გამო (აგრეთვე, იმიტომაც, რომ ჩვენს დროსთან უფრო ახლოს არიან), ჩვენთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ბერძენი მნათობების სწავლებები. ბერი ვასილის ნაწერები უნდა ჩაითვალოს პირველ წიგნად. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ მას დამწყები მიმართავს იესოს ლოცვაში წარმატების მისაღწევად. მისი დანიშნულებას, სწორედ, ესაა. ბერმა თავის ნაწერებს უწოდა წინაპირობა, წინასიტყვაობა, ანუ წინასწარი საკითხავი, რომლის მიხედვითაც ხდება მომზადება ბერძენი მამების გასაცნობად. ბერძენ მამათა ნაწერები მათში არსებული მადლის

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3