168. ვერ გაივლის ხომალდი ბევრ მანძილს წყლის გარეშე. ასევე, ვერანაირად ვერ წარემართება გონების დამცველობა, თუ არ გვაქვს მღვიძარება სიმდაბლესა და იესო ქრისტეს ლოცვასთან ერთად.
169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების (გონების დამცველობის) საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც გა...
იხილეთ სრულად
169. სახლის საფუძველი ქვებია, ხოლო ამ სათნოების (გონების დამცველობის) საფუძველიც და სახურავიც ესაა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სათაყვანო და წმინდა სახელი. ამასთან ღელვის ჟამს ადვილად დაინთქმება ის უგუნური მესაჭე ხომალდისა, რომელიც განდევნის მეზღვაურებს, თან ნიჩბებსა და ანძებს ზღვაში გადაყრის, თავად კი ძილს მიეცემა, თუმცა უფრო ადვილად დაინთქმება ეშმაკთა მიერ ის სული, რომელიც მათი შემოტევების დაწყებისას უგულებელყოფს მღვიძარებასა და იესო ქრისტეს სახელი...
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგ...
იხილეთ სრულად
170. რაც ვიცით, წერით გაუწყებთ, და რაც გვიხილავს გზის გავლისას, ვწამებთ თქვენთვის, ვისაც კი გნებავთ, თუ, რა თქმა უნდა, ისურვებთ მიიღოთ ჩვენგან თქმული, რადგან მან თქვა: „თუ ვინმე არ დარჩება ჩემში, განიგდება გარეთ როგორც ლერწი; შეაგროვებენ მას, ცეცხლზე დადებენ და დაიწვება (შდრ. ინ. 15.6), „მაგრამ ვინც დარჩება ჩემში, მეც – მასში“ (ინ. 15), ვინაიდან ისევე როგორც არ ძალუძს მზეს ანათებდეს სინათლის გარეშე, ამგვარადვე შეუძლებელია გულის გაწმენდა წარმწყემე...
171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება „სინათლისმშობლად“, „ელვისმშობლად“, სინათლისმტყორცნელად“ და „ცეცხლშემოსილად“, რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორე...
იხილეთ სრულად
171. გონების დაცვა მისადაგებულად და სახელის შესაფერისად იწოდება „სინათლისმშობლად“, „ელვისმშობლად“, სინათლისმტყორცნელად“ და „ცეცხლშემოსილად“, რადგან, თუ ჭეშმარიტს ვიტყვი, აღემატება იგი აურაცხელ და მრავალ სხეულებრივ სათნოებას. სწორედ ამის გამო გვმართებს, რომ ღირსეული სახელებით ვუწოდოთ ამ სათნოებას მისგან წარმოქმნილ ცისკროვან სინათლეთა კვალობაზე, რომლის მოტრფიალეებს, - აქმდე ცოდვილებს, უსარგებლოებს, უწმინდურებს, უმეცრებს, უგულისხმოებს და უსამართლოებ...
172. ვაი შინაგანს გარეგანთაგან, რადგან ძლიერ დამწუხრდება შინაგანი ადამიანი გარეგან გრძნობათაგან, მაგრამ იგი, შეჭირვებული, მათრახს აიღებს გარეგან გრძნობათა წინააღმდეგ. ვინც საქმედ აქცევს, რაც წერილშია, შეცნობილი აქვს უკვე, რაც ჭვრე...
იხილეთ სრულად
172. ვაი შინაგანს გარეგანთაგან, რადგან ძლიერ დამწუხრდება შინაგანი ადამიანი გარეგან გრძნობათაგან, მაგრამ იგი, შეჭირვებული, მათრახს აიღებს გარეგან გრძნობათა წინააღმდეგ. ვინც საქმედ აქცევს, რაც წერილშია, შეცნობილი აქვს უკვე, რაც ჭვრეტაშია.
173. თუ ჩვენი შინაგანი ადამიანი, მამათა მიხედვით, მღვიძარე იქნება, შეძლებს იგი დაიცვას გარეგანიც, თუმცა, მამათავე სწავლებით, ჩვენც და ბოროტების მოქმედი ეშმაკებიც, ორივენი, ერთობლივად ჩავდივართ ცოდვებს, იმ განსხვავებით, რომ ისინი ა...
იხილეთ სრულად
173. თუ ჩვენი შინაგანი ადამიანი, მამათა მიხედვით, მღვიძარე იქნება, შეძლებს იგი დაიცვას გარეგანიც, თუმცა, მამათავე სწავლებით, ჩვენც და ბოროტების მოქმედი ეშმაკებიც, ორივენი, ერთობლივად ჩავდივართ ცოდვებს, იმ განსხვავებით, რომ ისინი ამ ცოდვებს მხოლოდ გულისზრახვებში ანუ წარმოსახვისეულ ხატებში გამოუსახავენ გონებას, როგორც უნდათ, ჩვენ კი გულისზრახვებითაც ვცოდავთ შინაგანად და – საქმეებითაც გარეგანად, რადგან ეშმაკები, სხეულთა შენივთულობას მოკლებულნი, მარტ...
174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ (ეშმაკეულ) ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, – ღმერთი და ღვთის ძე, – არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც...
იხილეთ სრულად
174. მაგრამ შეუძრავი ლოცვა კლავს და ფერფლად აქცევს მათეულ (ეშმაკეულ) ცთუნებებს, რადგან ჩვენგან მიწყივ და ურყევად ხმობილი იესო, – ღმერთი და ღვთის ძე, – არანაირად არ მისცემს მათ ნებას, რომ თუნდ შემოტევის დასაწყისში, რასაც კვეთებასაც უწოდებენ, გონებას დასახულობა წარმოუჩინონ აზროვნების სარკეში, ანდა გულს გაეზრახონ რამ სიტყვებით, ხოლო გულში არშეღწეული ეშმაკეული დასახულობა გულისზრახვებისგანაც, როგორც ვთქვი, ცარიელი იქნება, რადგან ეშმაკთა ჩვეულება სწორე...
175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდე...
იხილეთ სრულად
175. ამრიგად, უწყვეტი ლოცვის გზით გონების ჰაერი განიწმინდება ბნელი ღრუბლებისგან, უკეთურების სულთა ქარებისგან, ხოლო გულისმიერი ჰაერის განწმენდისას შეუძლებელია მასში არ გაბრწყინდეს იესოს ღმრთეებრი სინათლე, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება ისე, რომ ცუდმედიდობის, მზვაობრობისა და თავმოთნეობის მიზეზით გავამპარტავნდეთ, მიუწვდომელთა მიმართ ავმსუბუქდეთ და იესოსგან შეუწევნელნი აღმოვჩნდეთ, რადგან ეს ყოველივე სძაგს ქრისტეს, თავმდაბლობის ნიმუშის მომცემს.
176. მაშ, შევუდგეთ ლოცვასა და თავმდაბლობას, – ამ ორს, – რომლებიც, მღვიძარებასთან ერთად, ეშმაკთა წინააღმდეგ „მოელვარე მახვილივით“ აღიმართებიან, რადგან ვიქნებით რა ამგვარად მცხოვრებნი, შესაძლებელი გახდება ჩვენთვის, რომ ყოველდღიურად ...
იხილეთ სრულად
176. მაშ, შევუდგეთ ლოცვასა და თავმდაბლობას, – ამ ორს, – რომლებიც, მღვიძარებასთან ერთად, ეშმაკთა წინააღმდეგ „მოელვარე მახვილივით“ აღიმართებიან, რადგან ვიქნებით რა ამგვარად მცხოვრებნი, შესაძლებელი გახდება ჩვენთვის, რომ ყოველდღიურად და ყოველ საათს ვდღესასწაულობდეთ გულისმიერად და საიდუმლოებითი სიხარულით.
177. უკეთურების რვა უმთავრესი გულისზრახვა, რომლებშიც არის დატევნილი დანარჩენი გულისზრახვები და რომლებისგანაც აქვს წარმოშობა თითოეულ მათგანს (ისევე როგორც ჰერასა და ზევსისგან – დანაელთა ყველა წყეულ ეშმაკ–ღმერთს, თანახმად მათი მითებ...
იხილეთ სრულად
177. უკეთურების რვა უმთავრესი გულისზრახვა, რომლებშიც არის დატევნილი დანარჩენი გულისზრახვები და რომლებისგანაც აქვს წარმოშობა თითოეულ მათგანს (ისევე როგორც ჰერასა და ზევსისგან – დანაელთა ყველა წყეულ ეშმაკ–ღმერთს, თანახმად მათი მითებისა), – ეს ყველა, – ადის გულის კარიბჭემდე და თუ ისინი ჰპოვებენ გონებას დაუცველს, თითო–თითოდ შევლენ მასში თავ–თავის დროს, ხოლო როდესაც რომელიმე ამ რვა გულისზრახვათაგანი, გულამდე ასული, შიგნით შედის, თან შეჰყავს სამარცხვინ...