145. ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი და გულუბრყვილო რამ მოვლენა, წარმოსახვებისადმი იოლად მიმყოლი და ურჯულო წარმოდგენებისადმი ძნელად დასაოკებელი, თუ რა თქმა უნდა, არ ფლობს იგი ვნებათა თვითმპყრობელ გულისზრავას, მარადის მის შემაფე...
იხილეთ სრულად
145. ვინაიდან გონება ესაა ადვილმიმნდობი და გულუბრყვილო რამ მოვლენა, წარმოსახვებისადმი იოლად მიმყოლი და ურჯულო წარმოდგენებისადმი ძნელად დასაოკებელი, თუ რა თქმა უნდა, არ ფლობს იგი ვნებათა თვითმპყრობელ გულისზრავას, მარადის მის შემაფერხებელსა და ამლაგმავს.
146. ხედვა და ცოდნა, როგორც წესი, გამკაცრებული ცხოვრების მეწინამძღვრენი და საფუძველდამდებნი გახლავთ, ვინაიდან მათი გზით ამაღლებული გონება აღწევს იმას, რომ სიამეებს და ყოველსავე სხვას, რც კი ამ ცხოვრებაში გრძნობადია და დამატკბობელი...
იხილეთ სრულად
146. ხედვა და ცოდნა, როგორც წესი, გამკაცრებული ცხოვრების მეწინამძღვრენი და საფუძველდამდებნი გახლავთ, ვინაიდან მათი გზით ამაღლებული გონება აღწევს იმას, რომ სიამეებს და ყოველსავე სხვას, რც კი ამ ცხოვრებაში გრძნობადია და დამატკბობელი, მოიძაგებს როგორც უბადრუკებას.
147. და, პირიქით, ყურადღბით წარმართული ცხოვრება, ქრისტე იესოში წარმატებული, არის მამა ხედვისა და ცოდნისა, ამასთან იგი, შენაწევრებული თანამეუღლესთან – თავმდაბლობასთან, მშობელია საღვთო აღმას...
148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტო...
იხილეთ სრულად
148. მკაცრი და ძნელი უჩანთ ადამიანებს სულიერი მყუდროება, განშორებული ყოველგვარი გულისზრახვისგან. დიახ, ჭეშმარიტად მძიმეა და ძალისხმევითი ეს საქმე, რადგან არა მხოლოდ ბრძოლის უმეცართათვის არის საძნელო, რომ სხეულებრივ სახლში შემოკეტონ და შემოსაზღვრონ ის, რაც უსხეულოა, არამედ – იმათთვისაც, რომლებსაც მიღებული აქვთ გამოცდილება შინაგანი უნივთო ბრძოლისა, მაგრამ ვინც გამუდმებული ლოცვის გზით თავის თავში შეიტკბობს უფალ იესოს, „არ დაშვრება იგი მის კვალს მიდე...
149. სული, სიკვდილის მიერ ზეაფრენილი ჰაერში, ციურ კარიბჭეებში, და თავისთან თავის გამო ქრისტეს მქონე, არც იქ იქნება შერცხვენილი თავისი მტრების წინაშე, არამედ მაშინაც, როგორც ახლა, კარიბჭეებში გაბედულად გაეზრახება მათ, თუ, ცხადია, ა...
იხილეთ სრულად
149. სული, სიკვდილის მიერ ზეაფრენილი ჰაერში, ციურ კარიბჭეებში, და თავისთან თავის გამო ქრისტეს მქონე, არც იქ იქნება შერცხვენილი თავისი მტრების წინაშე, არამედ მაშინაც, როგორც ახლა, კარიბჭეებში გაბედულად გაეზრახება მათ, თუ, ცხადია, არ მომედგრდება იგი, ვიდრე აღსასრულამდე, ღვთის ძის, უფალ იესო ქრისტეს მიმართ „ხმობისგან დღითა და ღამით“, და ქრისტე იქნება „მყისიერად შურისმგებელი მისთვის“, თანახმად უფლისვე უტყუარი და საღვთო დაპირებისა, რაც თავად მან თქვა ...
150. ვინც გონითი ზღვის (ე.ი. სულიერი ზღვის) წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: „ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ“ (შდრ. ეს. 14.14), „ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ...
იხილეთ სრულად
150. ვინც გონითი ზღვის (ე.ი. სულიერი ზღვის) წიაღ მიცურავს, მინდობილია იგი იესოს, რადგან საიდუმლოდ ხმობს შიგნით, თავის გულში: „ნუ გეშინია, ჩემო შვილო იაკობ, უმცირესო ისრაელ“ (შდრ. ეს. 14.14), „ნუ გეშინია, მატლო ისრაელ, მე დაგიფარავ შენ“. მაშ, „თუ ღმერთია ჩვენს მხარეს, ვინ ბოროტია ჩვენს წიანააღმდეგ?“ (შდრ. რომ. 8.38). სწორედ მან, ღმერთმა, ნეტარყო ისინი, რომლებსაც წმინდა გული აქვთ (მთ. 5.8). მანვე რჯულდებულყო, რომ წმინდა გულებთან საღვთოდ მიახლება და...
151. „დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის...
იხილეთ სრულად
151. „დიდად იშვებს მშვიდობით“ (შდრ. ფს.36.11), თანახმად დავითისა, ის, ვინც არ არის პირმოთნე, ვინც განსჯის უსამართლობას თავის გულში ანთუ არ იღებს უკეთურ სულთა ხატებს და ხატთაგანვე სცნობს ცოდვას, რადგან მძულვარებით (აქ საუბარია იმის შესახებ, რომ უკეთურ ძალებს კეთილგანწყობილად არ უნდა მოვექცეთ ანუ როგორც ისინი არიან ჩვენდამი მძულვარებით განმსჭვალულნი, ამგვარივე მძულვარება და არაკეთილგანწყობა უნდა გვქონდეს ჩვენც მათ მიმართ) განსჯის და ასამართლებს მათ...
152. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათ...
იხილეთ სრულად
152. რაჟამს შევუდგებით გონებისეული ყურადღების ღვწას, ასეთ დროს თუ, ერთი მხრივ, მღვიძარებასთან თავმდაბლობას შევანაწევრებთ, მამხილებლობას კი, მეორე მხრივ, ლოცვას შევუტკბობთ, კეთილად ვივლით გონების გზაზე და იესო ქრისტეს წმინდა და სათაყვანო სახელით, როგორც ჩირაღდნის შუქით, ჩვენი გულის სახლს უკეთურებისგან გავასუფთავებთ, გამოვგვით, დავალაგებთ და გამოვწმენდთ მაგრამ თუ ოდენ ჩვენს მღვიძარებას დავენდობით, მალევე დავეცემით, მტერთაგან უკუგდებულნი და ქვედაკვე...
153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვითი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გუისზრახვისა, რომელიც გრძნ...
იხილეთ სრულად
153. მოუკლებელი მღვიძარების საქმე ანუ სულის სარგებლობა და დიდი სიკეთე ესაა მყისიერი განჭვრეტა გონებაში შთაბეჭდვადი გულისზრახვითი წარმოსახვებისა. მამხილებლობის საქმე გახლავთ გამოაშკარავება და გამოვლენა იმ გუისზრახვისა, რომელიც გრძნობადი რამ საგნის წარმოსახვის გზით ცდილობს შემოღწევას ჩვენი გონების სივრცეში; ხოლო ის, რაც მყისიერად შრეტს და არღვევს მოპირისპირეთა ყოველგვარ ზრახვას, ყოველგვარ სიტყვას, ყოველგვარ წარმოსახვას, ყოველგვარ გამოსახულებას, ყოვ...
154. ის, რომ ყოველგვარი გულისზრახვა სხვა არაფერია, თუ არა გრძნობადი და ამქვეყნიური რამ საგნის წარმოსახვა, ბევრმა არ ვიცით. ამასთან, თუ მღვიძარებითად დავახანებთ ლოცვაში, ამგვარი ლოცვა, ერთი მხრივ, განაკრძალებს ჩვენს გონებას უკეთურ ...
იხილეთ სრულად
154. ის, რომ ყოველგვარი გულისზრახვა სხვა არაფერია, თუ არა გრძნობადი და ამქვეყნიური რამ საგნის წარმოსახვა, ბევრმა არ ვიცით. ამასთან, თუ მღვიძარებითად დავახანებთ ლოცვაში, ამგვარი ლოცვა, ერთი მხრივ, განაკრძალებს ჩვენს გონებას უკეთურ გულისზრახვათა ყოველგვარი ნივთიერი წარმოსახვისგან და, მეორე მხრივ, შეაცნობინებს მას მოქიშპეთა ზრახვებსაც და ლოცვისა და მღვიძარების დიდ სარგებელსაც, ამასთან, „თვით შენც შენი თვალებით განჭვრეტ და ნაცვალგებას გონითი ცოდვილებ...
155. გვახსოვდეს, თუკი შესაძლებელია, სიკვდილი განუწყვეტლივ. ამგვარი ხსოვნის შედეგად ჩვენში წარმოიშვება ყოველგვარი საზრუნავისა და ამაოების უარმყოფელობა, ისევე როგორც – დამცველობა გონებისა და დაუცხრომელი მლოცველობა, უვნებობა სხეულისა...
იხილეთ სრულად
155. გვახსოვდეს, თუკი შესაძლებელია, სიკვდილი განუწყვეტლივ. ამგვარი ხსოვნის შედეგად ჩვენში წარმოიშვება ყოველგვარი საზრუნავისა და ამაოების უარმყოფელობა, ისევე როგორც – დამცველობა გონებისა და დაუცხრომელი მლოცველობა, უვნებობა სხეულისა და მომძაგებლობა ცოდვისა, ანუ, თუ ჭეშმარიტს ვიტყვით, მისგან აღმოჩქეფს და აღმოდის თითქმის მთელი სათნოება, რის გამოც, თუკი შესაძლებელია, ჩვენი საკუთარი სუნთქვისებრ ხშირად ვმოქმედებდეთ მას.