ვინც ცრუმოძღვართა წიგნებს კითხულობს, ის უსათუოდ ეზიარება ტყუილის უკეთურ, ბნელ სულს. ნათქვამი უცნაურად არ მოგეჩვენოს: ამას ამტკიცებენ ეკლესიის ნათელნი - წმინდა მამები.
თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება. ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრ...
იხილეთ სრულად
თუკი შენს გულსა და გონებაში ჯერ არაფერი აღბეჭდილა, დაე სული წმიდამ და ჭეშმარიტებამ ჩაწერონ მათში ღმრთის მცნებები და მისი სულიერი სწავლება.ხოლო თუ გულის ფიცარი ათასნაირი ცნებებითა და შეხედულებებით გაქვს აჭრელებული, ისე რომ ფრთხილად და გონივრულად არ გაგირჩევია - ვინ არის მწერალი და რას წერს, მაშინ ამოშალე უცხო მწერალთა მიერ დაწერილი, სინანულითა და უარყოფით წარხოცე ყოველივე ღმრთის წინააღმდგომი.დაე მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.
link
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი. უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონ...
იხილეთ სრულად
მხოლოდ ღმერთი იყოს შენი გულის მწერალი.უბიწო ცხოვრებით მოამზადე ამ მწერლისათვის წმინდა გონება და ღმრთისმოშიში გული: მაშინ ლოცვისას და წმ. წიგნების კითხვისას შენს გულისფიცარზე შეუმჩნევლად, საიდუმლოდ დაიწერება სული წმიდის კანონი.
link
წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეუ...
იხილეთ სრულად
წმ. ეკლესია ცრუმოძღვართა კითხვის უფლებას მხოლოდ თავის იმ წევრებს აძლევს, რომელთა გული და გონება სული წმიდის მიერ არის განათლებული, მათ, ვისაც ყოველთვის ძალუძს გაარჩიოს ერთმანეთისაგან ჭეშმარიტი სიკეთე და სიკეთის საფარველში გამოხვეული ბოროტება.
link
სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვი...
იხილეთ სრულად
სული წმიდით მოსილი მამები და ეკლესიის მწყემსები კითხულობდნენ ღმრთისმგმობ მწვალებელთა ნაწერებს, რადგან ამას მთელი საქრისტიანო სამყაროს საჭიროება აიძულებდათ. ისინი თავიანთი მძლავრი სიტყვით ამხილებდნენ ცთომილებებს, ეკლესიის ყველა შვილს აუწყებდნენ მწვალებლურ წიგნებში დაფარულ საფრთხეს, სიწმინდისა და ღმრთისმსახურების ბრწყინვალე სახელებით შენიღბულს.მაგრამ მე და შენ კი უნდა გავექცეთ ცრუმოძღვართა მიერ შეთხზულ წიგნებს: ყოველს, ვინც არ ეკუთვნის აღმოსავლეთის...
link
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვ...
იხილეთ სრულად
ღმრთის დიდი სათნომყოფელნი, იცოდნენ რა ყოველი ადამიანისათვის საერთო უძლურება, უფრთხოდნენ მწვალებლობის შხამს და ყოველნაირად გაურბოდნენ საუბრებს ადამიანებთან, ვინც ცრუმოძღვრებით და მწვალებლური წიგნების კითხვით იყო დაავადებული. მათ თვალწინ ჰქონდათ ღრმად განსწავლული ორიგენეს, კამათში დახელოვნებული არიოზის, მჭევრმეტყველი ნესტორისა და სხვა, ამა სოფლის სიბრძნით სავსე კაცთა მაგალითები, იმათი, ვინც საკუთარ თავზე მაღალმა წარმოდგენამ და თავდაჯერებამ დაღუპა; ...
link
განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს? გამოცდილე...
იხილეთ სრულად
განა შეიძლება შენთვის ყველანაირი წიგნის კითხვა, როდესაც თითოეული მათგანი იქით გეწევა, საითაც უნდა: გითანხმებს ყველაფერზე, რაზედაც შენი დაყოლიება სურს, და გაიძულებს უარყო ყველაფერი, რისი უარყოფაც უნდა, რომ ჩაგაგონოს?გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამღუპველია ასეთი განუსჯელი კითხვა. რამდენი უაზრო, არასწორი, ეკლესიის სწავლების საპირისპირო ცნება გვხვდება ეკლესიის შვილთა შორის ქრისტიანობის შესახებ, ეს ცნებები ხომ მწვალებლური წიგნების კითხვის შედეგად არია...
link
როდესაც ქრისტე აღსდგა, ანგელოზი ციდან დაეშვა, მივიდა საფლავთან, შიშის ზარი დასცა მცველებს, ბეჭედი შემუსრა და ლოდი გადააგორა, შემდეგ კი ლოდზე დაჯდა და დედებს დაელოდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, ანგელოზმა აუწყა ქრისტეს აღდგომა და უ...
იხილეთ სრულად
როდესაც ქრისტე აღსდგა, ანგელოზი ციდან დაეშვა, მივიდა საფლავთან, შიშის ზარი დასცა მცველებს, ბეჭედი შემუსრა და ლოდი გადააგორა, შემდეგ კი ლოდზე დაჯდა და დედებს დაელოდა. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ, ანგელოზმა აუწყა ქრისტეს აღდგომა და უბრძანა, რომ ეს ამბავი მოციქულებისთვისაც გადაეცათ. წმ. დედები პირველები იყვნენ, ვისაც უფლის სიყვარულისთვის, მტკიცე გადაწყვეტილებისთვის, რომ პატივი მიეგოთ ყოვლად წმინდა გვამისთვის, ქრისტეს აღდგომის ზუსტი და სარწმუნო უწყება...
link
უგრძნობელობას ჩვენს სულში ღმერთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი ძალა – ეს სოფელი და დაცემული ანგელოზები ნერგავენ ჩვენივე თავისუფალი ნების თანხმობით. უგრძნობელობა ფეხს იდგამს და ძლიერდება ამა სოფლის კანონების მიხედვით ცხოვრების, სა...
იხილეთ სრულად
უგრძნობელობას ჩვენს სულში ღმერთის მიმართ მტრულად განწყობილი ორი ძალა – ეს სოფელი და დაცემული ანგელოზები ნერგავენ ჩვენივე თავისუფალი ნების თანხმობით. უგრძნობელობა ფეხს იდგამს და ძლიერდება ამა სოფლის კანონების მიხედვით ცხოვრების, საკუთარი დაცემული ნებისა და გონების დაყოლის, ღმერთის მსახურების უგულებელყოფისა და მიტოვების გამო. როდესაც უგრძნობელობა მტკიცედ დაიმკვიდრებს სულში და მის თვისებად იქცევა, მაშინ უკვე ეს სოფელი და სოფლისმპყრობელნი მას საკუთარ...
link