ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
დიდი პატივია, რომ ღმერთმა ჩვენ, უღირსებს, როგორც მის ხელში იარაღს, მოგვიწოდა ვემსახუროთ სულების გადარჩენის საქმეს. გვახსოვდეს, რომ მოციქულებსა და სხვა მრავალთ ჩვენ გამო სიცოცხლე მსხვერპლად რომ არ გაეღოთ, ღვთის შვილები, ზეციურ სიკე... იხილეთ სრულად
მოდით, ჩვენი მაჭირვებლების მიმართ მოთმინება ვიქონიოთ, რადგან ქრისტეც ცოდვილთა მხრიდან მრავალ ყვედრებას ითმენდა ჩვენი სიყვარულისთვის.
ჩვენ მოვალე ვართ ზეცათა მეუფეს მივემსგავსოთ, რომელიც სწყალობს და შეუნდობს ყველას და მთელი გულით მივუტევოთ მათ, ვინც ჩვენ მიმართ სცოდავს. როგორც ბავშვი ემსგავსება ნაკვთებით მშობლებს, ისე ჩვენც – სულიერი ნიშან-თვისებებით ჩვენს წმინდ... იხილეთ სრულად
ღვთის წინაშე დიდი კადნიერება აქვს იმ ადამიანს, ვისაც მოყვასი ებრალება და საქმითა და სიტყვით თანაუგრძნობს მას.
ღვთის გაცხადების საიდუმლოს დიდებულების წინაშე ყოველი ქრისტიანის გული სიხარულით თრთის და ზეიმობს! ოჰ, როგორი ღმერთი და მამა გვყავს! სიყვარულით აღსავსე ღვთის გული უგულებელყოფილი და დავიწყებულია, ღვთისა, რომელმაც ასე შეიყვარა ადამიან... იხილეთ სრულად