თუ სიყვარულს სიტყვის გარდა საქმითაც არ ვამჟღავნებთ, ამაოდ ვშრომობთ და ვიღვწით, ყველაფერი ფუჭია, რადგან „ჰაერსა ვსცემთ“ (1 კორ. 9, 26) და ჩვენი ცხოვრების მიზანს ვშორდებით.
გულწრფელად გიყვარდეთ ერთმანეთი, არა ხელოვნურად და ზედაპირულად, არამედ სულიერი სიღრმით. წმინდა მაგალითი ქრისტესი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვიყვარა, ჩვენთვის წმინდა მიზეზად უნდა იქცეს, რომ მის მსგავსად შევიყვაროთ ერთმანეთი.
თავს ნუ იმართლებთ. ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და დიდ სულიერ სარგებელს ნახავთ. ხოლო თუ თავს გაიმართლებთ და განიკითხავთ გვერდით მყოფ ძმას, დარდი და მწუხარება – მცნების დარღვევის სასყიდელი – არასოდეს მოგაკლდებათ.