ნეტარია, ვინც ძმის სიტყვას დუმილით ითმენს და ფრთხილობს, რომ სიძულვილის, განკითხვისა და ძვირისხსენებისგან დაიცვას სული. იგი ემსგავსება ქრისტეს, ადამიანებისგან ეშმაკებს რომ განდევნიდა, ებრაელები კი მას განიკითხავდნენ
იზრუნეთ ცხოველმყოფელ უფლისმიერ სიყვარულზე, რომ თქვენი სულის გონიერი ხატი გაბრწყინდეს და ჩვენთან მოახლოებული ანგელოზები გაახაროთ. „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისა" (1 კორ. ...
იხილეთ სრულად
იზრუნეთ ცხოველმყოფელ უფლისმიერ სიყვარულზე, რომ თქვენი სულის გონიერი ხატი გაბრწყინდეს და ჩვენთან მოახლოებული ანგელოზები გაახაროთ. „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისა" (1 კორ. 6, 20).
რა არის ძმების სიყვარულზე მშვენიერი? მაგრამ ღვარძლის მთესველი ბოროტი თავისი მზაკვრობით ფარულად თესავს ღვარძლის თესლს და ამგვარად შუღლს, შურსა და გულგრილობას ვიმკით.
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით უ...
იხილეთ სრულად
შენი ძმების მიმართ სიყვარული იქონიე, შვილო. მოერიდე კამათს, რომელიც მანუგეშებელ მადლს განგაშორებს და მას სიმწრითა და სიძულვილით ცვლის. სიყვარულით ადიდე ღმერთი. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას“ (იოან. 13, 35).