წმ. სერაფიმე საროველი - ციტატები, ამონარიდები
როდესაც სევდის ბოროტი სული ეუფლება სულს, მაშინ აღავსებს რა მას ნაღველითა და უსიამოვნებით, საშუალებას არ აძლევს ჯეროვანი გულმოდგინებით ილოცოს, ხელს უშლის სათანადო ყურადღებით იკითხოს საღვთო წერილი, უკარგავს მას სიმშვიდეს და დიდსულოვ... იხილეთ სრულად
სევდა გულის ჭიაა, რომელიც მშობელ დედას ღრღნის. ვინც ვნებებს სძლია, იმან სევდასაც სძლია; ვნებებისაგან ძლეული კი, სევდის ბორკილებს ვერ გაექცევა. როგორც ავადმყოფს გამოვარჩევთ ხოლმე სახის ფერით, ისე ვნებებით შეპყრობილს ამხილებს სევდა.... იხილეთ სრულად
საჭიროა ყველა საშუალებით ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმშვიდე და შეურაცხყოფისაგან არ აღვშფოთდეთ, არამედ გადავიტანოთ იგი აუღელვებლად ისე, როგორც მოვიქცეოდით მაშინ, როცა შეურაცხყოფა ჩვენ არ გვეხება. ასეთ წვრთნას შეუძლია ჩვენს ... იხილეთ სრულად
თუ ხორციელად იცხოვრებ, სულსაც დაღუპავ და ხორცსაც; ხოლო თუ ღვთივსათნოდ იცხოვრებ, ორივეს აცხოვნებ.
ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ სულის სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არ ავღელდეთ, როდესაც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. ამისთვის საჭიროა ყოველი ღონით შევაკავოთ მრისხანება და გული და გონება ყურადღებით დავიცვათ უჯერო მოძრაობებისაგან.
ნუ იმეგობრებ და ნუ დაუკავშირდები ქრისტიანული ეკლესიის მტრებს, მგმობელებს (ერეტიკოსებს), გამთიშველებს (რასკოლნიკებს), წმიდა მარხვის არშემნახველებს. ერიდე იმათ, ვისაც არა აქვს შიში უფლისა და თაყვანს არა სცემს უფალს.
რომ იცოდე, თუ როგორი სიტკბო ელის მართლის სულს ზეცაში, მაშინ გადაწყვეტდი, რომ დროებით ცხოვრებაში მწუხარებანი, დევნა და ცილისწამება მადლობით მოგეთმინა. თვით ეს ჩვენი სენაკი მატლებით სავსე რომ ყოფილიყო და ამ მატლებს მთელი ჩვენი დროებ... იხილეთ სრულად