თემა: მოწყალება,  სიყვარული გლახაკთა მიმართ


გლახაკთა მოწყალეს ღმერთი ასწილად უზღავს.

წმიდა ტიხონი, რომელსაც შემდგომში ემათუნტის ეპისკოპოსად დაახსეს ხელი და მართლმადიდებლობის უერთგულესი დამცველი შეიქმნა, სიყმაწვილეში პურს ყიდდა, რადგან მამამისი ხელობით მეპურე იყო. მომავალი წმიდანი მხურვალე გულმოწყალებით გამოირჩეოდა და გლახაკებსა და მშივრებს პურს ხშირად უფასოდ ურიგებდა, რის გამოც განრისხებულმა მშობელმა ერთხელ სასტიკადაც დასაჯა. მაშინ წმიდა წიხონი მამას მიუბრუნდა და უთხრა:
    -ჩემო მშობელო! ტყუილად ცხარობ. მე შენს პურს ღმერთს ვაძლევ სესხად და მისგან მაქვს ხელწერილი საღვთო წერილის წიგნებში, სადაც, სახელდობრ, თქმულია: "რომელი სწყალობს გლახაკსა, ავასხებს ღმერთსა" (იგავ. 19, 17); თუ არ გჯერა, წამოდი, ბეღელში ჩავიხედოთ და იქ დარწმუნდები, თუ როგორ უბრუნებს ღმერთი მავასხებელს თავის ვალს.
    ამ სიტყვების შემდეგ ტიხონმა მამას ხელი ჩაჰკიდა და ბეღელისკენ წაიყვანა. როდესაც კარები გააღეს, გაოცებულმა მამამ იხილა, რომ იქაურობა საუკეთესო და დარჩეული ხორბლით იყო სავსე მაშინ, როდესაც წინა დღეს მასში თითქმის აღარაფერი იყო დარჩენილი. შეძრწუნებული და გაკვირვებული, იგი მიწაზე დაეცა და ღმერთს მადლი შესწირა. მას შემდეგ წმიდა ტიხონს მამა მოწყალების გაცემას აღარასოდეს უკრძალავდა და თავადაც, შვილის მსგავსად წყალობას უხვად გასცემდა.
    "განაბნია და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნითი უკუნისამდე, რქაი მისი ამაღლდეს დიდებითა" (კორინ. 9, 9). რომელი მისცემს გლახაკსა, არცა მოაკლდეს, და რომელი მიაქცევდეს თვალსა თვისსა, ნაკლულევანებასა შინა იყოს მრავალსა" (იგავ. 28, 27)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები