image

თემა: განღმრთობა,  ღვთის სათნო ყოფისათვის,  ღმერთი

846. დიდი ბერის ბარსანუფის პასუხი საცხოვრებლის მამებისადმი.
    
    ემმანუელი ნიშნავს: „ჩუენ თანა ღმერთი“. ამრიგად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი, სინამდვილეში ჩვენთანაა ღმერთი თუ არა. თუ ჩვენ ბოროტებას გავეშორეთ და მისი გამომგონებლის ეშმაკისაგან უცხონი გავხდით, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ბოროტი საქმეების სიტკბო გამწარდა ჩვენთვის და ჩვენ კეთილი საქმეების და სამუდამოდ ზეცაში ცხოვრების სურვილი გვატკბობს, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერტი. თუ ყველა ადამიანს ერთნაირად ვუყურებთ და ყოველი დღე (სამწუხრო თუ მშვიდი) ჩვენთვის ერთნაირია, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. თუ ჩვენი მოძულენი, ცილისმწამებელნი, შეურაცხმყოფელნი, უარმყოფელნი, ზარალის მომყენებელნი და მჩაგვრელები ისევე გვიყვარს, როგორც ჩვენი მოყვარულნი, რომლებიც გვაქებენ, შემონაწირებით უზრუნველგვყოფენ და გვიწყნარებენ, მაშინ ჭეშმარიტად ჩვენთანაა ღმერთი. ამ საზომს მიღწეული ადამიანის ნიშანი კი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ადამიანი ყოველთვის ღმერთთანაა, რამეთუ ღმერთიც ყოველთვის მასთანაა. ხოლო, თუ არც ღმერთია მასთან და არც ისაა ღმერთთან, მაშინ, გარდაუვალობის გამო, ის მოწინააღმდეგესთან უნდა იყოს. ხოლო აქედან მისთვის, ვისაც გონება აქვს, დანარჩენიც გასაგებია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები