თემა: მოწყალება, სიყვარული გლახაკთა მიმართ
მოწყალების საიდუმლო.
ერთ მონასტერში ცხოვრობდა ახალგაზრდა ბერი, სახელად მარტირი, რომელიც ღვთისმოსაობითა და გლახაკთადმი მოწყალებით გამოირჩეოდა. იგი ზიარებისა და აღსარებისათვის ხშირად დადიოდა თავის მოძღვართან სხვა მონასტერში.
და აი, ერთხელაც, მოძღვართან მიმავალმა ამ ახალგაზრდა ბერმა გზაში მიწაზე მწოლიარე წყლულებიანი გლახაკი დაინახა, რომელიც ადგომასა და იმავე მონასტრისკენ წასვლას ცდილობდა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა. მარტირიმ ძირს დააფინა თავის მანტია, ზედ დააწვინა დავრდომილი, მერე იგი ზურგზე მოიკიდა და ასე გაეშურა მონასტრისკენ.
ნათელმხილველის ნიჭით დაჯილდოებულმა მისმა სულიერმა მოძღვარმა ბერები მსწრაფლ დააყენა ფეხზე ამ სიტყვებით:
იჩქარეთ, ახლავე გახსენით მონასტრის ჭიშკარი, მოდის მარტირი და თავისი მხრებით მაცხოვარს მოაბრძანებს.
მარტირიმ ალაყაფის კარს რომ მიაღწია, დავრდომილი მიწაზე დააწვინა, რათა კარები გაეღო; როცა გლახაკის ასაყენებლად მიბრუნდა, მანტიაზე აღარავინ დახვდა. მან დაინახა ცად ამაღლებული იესო ქრისტე და გაიგონა სიტყვები:
-მარტირი, შენ არ უგულებელმყავ მე მიწაზე, მეც არ უგულებელგყოფ შენ ზეცაში; შენ აქ შემიწყნარე, მე კი შენ საუკუნოდ შეგიწყნარებ.
მონასტერში შესულ მარტირის ძმები მიეგებნენ. მოძღვარმა ჰკითხა:
-ძმაო, სად არის ის, ვინც შენი მხრებით მოგყავდა?
მარტირიმ ცრემლით უპასუხა:
-მამაო, რომ მცოდნოდა, ვინ იყო, მის ფეხებთან დავემხობოდიო...