ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დუმილი, ენა, სიტყვა, პატივმოყვარეობა
473. ჩემო მამაო, შენ მითხარი, აზრი საუბრის დაწყებამდე გამოიკვლიეო, მაგრამ როგორ მოვიქცე, როდესაც საჭიროება მოითხოვს, რომ სიტყვა მანამდე ვთქვა, სანამ მოფიქრებას მოვასწრებ, ან როდესაც საუბარში მდუმარედ გამოჩენა არ მინდა და მეც მსურს მასში მცირედი მონაწილეობის მიღება; ამასთანავე, სათქმელში რაიმე აშკარა ცოდვას ვერ ვხედავ, არამედ პირიქით, მეჩვენება, რომ ის კარგი ან საშუალოა; ასეთ შემთხვევაში, რადგან ყოველმხრივი განხილვის დრო არა მაქვს და ვერც იმას ვხვდები სათქმელში ცოდვა იმალება თუ არა, რას მიბრძანებ, როგორ მოვიქცე?
როდესაც შენი სიტყვა სინამდვილეში კარგი ან საშუალოა და საჭიროა მისი თქმა, მაგრამ ამასთანავე ხედავ, რომ ის მსმენელთაგან შექებას, ან როგორღაც სხვაგვარად პატივმოყვარეობას მოგიტანს, მაშინ როგორმე გონებაში უნდა ჩაიბეჭდო, რომ პატივმოყვარეობაში არ ჩავარდე. მაგრამ თუ ხედავ, რომ პატივმოყვარეობა გამარცხებს, მაშინ უმჯობესია გაჩუმდე, ვიდრე დაზიანდე.