თემა: ვნებები, წუთისოფლის ამაოება
ის ხიბლი, რასაც ამასოფლის სიკეთეები წარმოადგენს, ისე ძლიერ და ცოცხლად მოქმედებს, რომ მათ წინაშე ყველაფერი ფერმკრთალდება - მომავალი ცხოვრების დიდებაც კი. ერთმა გერმანელმა ფილოსოფოსმა მეგობრებთან საუბრისას თქვა: "ამათუიმ რამის მისაღწევად მივცემდი ჩემი მომავალი ნეტარების ორ მილიონ წელს". - და ის იყო მეტისმეტად ზომიერი თავის თავგანწირვაში ("მეტისმეტად ზომიერი" - როგორც სამართლიანად აღნიშნავს მწერალი, - იმიტომ, რომ ყველანი, ვინც მიწიერი სიკეთეებისადმი ვნების გამო თავს ზეციურ სიკეთეებს აკლებენ, საკუთარ თავს ათასობით და მილიონობით წლებით განაშორებენ მათ).