თემა: აღსარება, სინანული, გლოვა ცოდვებისათვის
მაცხოვნებელი ცხვირსახოცი.
ბერძენი იმპერატორის, მავრიკიუსის დროს ფრიკიაში იყო ერთი გამძვინვარებული და სასტიკი ყაჩაღი. მისი დაჭერა ვერაფრით შეძლეს. ნეტარმა იმპერატორმა შეიპყრო მის შესახებ, თავისი ჯვარი გაუგზავნა და ბრძანა, გადაეცათ მისთვის, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა. ეს მისი ცოდვების შენდობას ნიშნავდა, იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა. ავაზაკმა შეინანა, მეფესთან მივიდა, ფეხებში ჩაუვარდა და თავისი ცოდვები აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ ის ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს, სადაც ძილში საშინელი სამსჯავრო იხილა. გამოღვიძებულმა იბრძნო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და აღსასრული მოახლოებული იყო. მან ტირილი დაიწყო და უფალს ვედრებით მიმართა:
-უფალო, ყოფლისმპყრობელო მეუფეო! უწინარეს ჩემსა შენ ჩემნაირი ყაჩაღი შეიწყნარე, გარდამოავლინე ჩემზე შენი უდიდესი წყალობა: შეიწყნარე სასიკვდილო სარეცელზე ჩემი ცრემლები, როგორც შეიწყნარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, რომელთაც ღირსეული ვერაფერი ქმნეს წინაშე შენსა; ასევე შეიწყნარე ჩემი მწარე ცრემლებიც, განმწმიდე და მომიტევე. ამის შემდგომ ნუღარაფერს მოითხოვ ჩემგან; დროც აღარ მაქვს, მევალენი მიახლოვდებიან, ნუღარ გამოიძიებ ჩემს ცოდვებს და ნუღარ გამომცდი; ვერანაირ სიკეთეს ვერ ჰპოვებ ჩემში; წამომეწივნენ ჩემი უკეთურებანი, დასასრულს მივუახლოვდი; აურაცხელია ჩემი ბოროტებანი; და ვითარცა შეიწყნარე მოციქულ პეტრეს ცრემლები, ასევე მიითვალე ჩემიც და შენი გულმოწყალების ძალით აღხოცე ჩემი ცოდვები.
ასე აღიარებდა ცოდვებს ავაზაკი რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს სული უფალს მიაბარა.
მისი გარდაცვალების ჟამს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ძილში იხილა: ავაზაკის სარეცელთან მოვიდნენ ეშმაკები სიებით, რომელშიც მისი მრავალრიცხოვანი ცოდვები იყო აღრაცხული. შემდეგ ორმა ბრწყინვალე ახალგაზრდამ სასწორი მოიტანა. ეშმაკებმა მის ერთ მხარეს დადეს ავაზაკის ცოდვების სია, რამაც სასწორი ერთ მხარეს გადახარა, მეორე კი ზევით აიწია. წმიდა ანგელოზებმა თქვეს:
-ნუთუ არაფერი გვაქვს?
-რა უნდა გვქონდეს? - შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი მათგანი, - როდესაც სულ რაღაც ათი დღეა, რაც მკვლელობას თავი დაანება?
მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რაიმე სათნოება მოეძებნათ. ერთ-ერთმა მათგანმა ავაზაკის ცხვირსახოცი იპოვა, რომელიც მისი ცრემლებით იყო დასველებული და მეორეს მიმართა:
-ეს ცხვირსახოცი ნამდვილად მისი ცრემლებითაა დასველებული. დავდოთ იგი სასწორის მეორე მხარეს, მასთან ერთად კი ღვთის კაცთმოყვარეობა და ვნახოთ, რა მოხდება.
როგორც კი ცხვირსახოცი სასწორზე დადეს, მან მეყსეულად გადაწონა და გააწონასწორა სიების მხარე. ანგელოზებმა ერთხმად წამოიძახეს:
-ჭეშმარიტად ღვთის კაცთმოყვარეობამ გაიმარჯვა!
მათ ავაზაკის სული წაიყვანეს, ეშმაკები ატირდნენ და სირცხვილეულნი გარბოდნენ.
გამოღვიძებულმა მთავარმა ექიმმა საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ავაზაკის სარეცელს მიუახლოვდა, მისი სული უკვე გასცლოდა სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. თვალებზე ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი ეფარა. ექიმმა მის გვერდით მყოფთაგან შეიტყო ავაზაკის მიერ ღვთის წინაშე მიტანილი აღსარების შესახებ. მან აიღო ცხვირსახოცი, იმპერატორს მიუტანა და უთხრა:
-ხელმწიფეო! ვადიდოთ უფალი, რომელმაც შენი მეფობის ჟამს ავაზაკი აცხოვნა