თემა: სიმდაბლე


ქრისტიანული თავმდაბლობის ზეიმი.

წმიდა მელანია უფროსმა(ეს მართალი მელანია უფროსად იწოდება, რათა განასხვაონ იგი უმცროსი მელანიასგან, მისი შვილიშვილისგან, რომლის ხსენებაც 31 დეკემბერს აღინიშნება) რომელიც რომის ცნობილი ოჯახიდან იყო, სენატორის ქალიშვილმა და ქვრივმა, თავისი სამშობლო დატოვა, ყველგან ერთადერთი მიზნით - წმიდა ტაძრების შესამკობად და ტანჯული კაცობრიობის ნუგეშისთვის მომლოცველობდა: ნიტრიის მთაზე მცხოვრებ წმიდა მამებს მოინახულებდა, ეკლესიებსა და მონასტრებს შეეწეოდა, საპყრობილეებში მოწყალებას გაიღებდა; ბოლოს, იერუსალიმში შეჩერებული, 37 წლის განმავლობაში სრულად ბაძავდა წმიდა ამბროსის: კვებავდა, ანუგეშებდა, ამშვიდებდა და გზას უჩვენებდა ყველას, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან ჩამოსულს.
    ეს მართლაც ღირსეული ღვაწლია, უფრო მეტი პატივის მისაგები, ვიდრე მტრის გასანადგურებლად მიმავალი მხედართმთავრებისა! წმიდა მელანიაც სწორედ ამ პატივისთვის იყო შობილი. ნილანის ეპისკოპოსი პავლინი, რომელიც წმიდა მელანიამ მოგზაურობისას პირველი მოინახულა, ამ სანახაობას შემდეგნაირად აღწერს:
    "მართალი მელანიას ყველა ნათესავი (ანუ ყველა ის პიროვნება, რომელიც მაშინ რომის იმპერიაში ცნობილი იყო) მის შესახვედრად გამოვიდა და დიდებულად, ამ პიროვნებისთვის შესაფერი პატივით მიაცილებდა. აპიევის გზა ოქროსა და ბრწყინვალე ეტლებით, მდიდრულად მორთული ცხენებითა და მრავალრიცხოვანი ეტლით იყო დაფარული. ასეთ დიდებულ გარემოცვაში მგზავრობდა ერთი ქალბატონი, თავისი ასაკისთვის პატივსაცემი, უფრო მეტად მნიშვნელოვანი და მოკრძალებული სახით, უბრალო ეტლში მჯდომი და სადა აბრეშუმის კაბაში ჩაცმული. მაგრამ ყველას მზერა თავმდაბალი მელანიასკენ იყო მიმართული. არავინ უყურებდა არც ოქროს, არც აბრეშუმს, არც ძოწეულის სამოსს, რომელიც ყოველ მხარეს ბრწყინავდა: უბრალო სამოსი მთელ ამ ამაო ბრწყინვალებას ჩრდილავდა. შესაძლებელი იყო, ამჯერად მის შვილებსა და ნათესავებშიც შეგემჩნიათ ძრახვა ამ ამაო ბრწყინვალებისადმი, რომელსაც მათი დედა წარმოაჩენდა, როდესაც დატოვა ეს ყოველივე, რათა უფლისთვის მსხვერპლად შეეწირა "გული შემუსვრილი და სული შემუსვრილი". დიდებულებს და ქალბატონებს, რომლებიც შესანიშნავ ამალას წარმოადგენდნენ, არა მხოლოდ არ რცხვენოდათ ამ მდაბალი და საზოგადოების თვალში ზიზღისმომგვრელი მდგომარეობისა (რომელშიც წმიდა ქვრივს ხედავდნენ), არამედ პატივადაც კი მიიჩნევდნენ, მისულიყვნენ და მის სამოსს შეხებოდნენ; ფიქრობდნენ, რომ მდიდრული და უზრუნველი მდგომარეობის ამპარტავნებას, თავმდაბალი და პატივსაცემი დამდაბლებით განიწმენდნენ.
    ამრიგად, რომაელი დიდებულების ფუფუნებამ ამ შემთხვევაში სახარებისეულ მწირობას მიაგო პატივი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები