თემა: ცხონება
ცხონება ნებისმიერ ადგილას შესაძლებელია.
ქალაქის ერთმა მცხოვრებმა ღირს ნიფონტს(ღირსნი ნიფონტის, კვიპროსის კონსტანცის ხსენებაა 23 დეკემბერს) უთხრა:
-ერში ცხოვნებით ცხონება შეუძლებელია; ადამიანი თავისთავადაც რომ კეთილზნეობრივი იყოს, მას სხვები აცდუნებენ. უფრო მეტიც, რამდენი ჭორი და მითქმა-მოთქმაა: ზოგს ეჩვენება, რომ ღვთისმოყვარენი ძალზე ბრძნობენ, მეორეთ სხვებისგან განსხვავებული წესი არ მოსწონთ; მათ განიკითხავენ იმისთვის, რომ ყურადღებას არ აქცევენ მაღალი საზოგადოების მიერ დადგენილ წესებს, სხვანი მათ მიუკარებლებსა და ბაიყუშებს უწოდებენ, ეს კი მათი არამდგრადი გულისთვის ძალზე სახიფათოა. ვიღაცას სრულყოფილება სურს და აუცილებლად მონასტერში ან უდაბნოში უნდა.
ამ ყოველივეს მოსმენაზე წმიდა ნიფონტიმ მიუგო:
-შვილო! ადამიანს ადგილი ვერ აცხოვნებს და ვერც დაღუპავს. მხოლოდ საქმენი აცხოვნებენ ან წარწყმედენ. ვერც სამღვდელო ხარისხი და ვერც წმიდა ადგილი ვერ უშველის მას, ვინც ღვთის მცნებებს არ აღასრულებს. საული სამეფო დიდებულებაში ცხოვრობდა და წარწყმდა; დავითმა კი იმავე დიდებულებაში გვირგვინი მიიღო; ლოთი უკანონო სოდომელთა შორის გადარჩა; იუდა კი მოციქულთა ხარისხში იყო და გეენია დაიმსახურა. ვინც ამბობს, რომ ერში მეუღლესთან და შვილებთან ცხოვრებით ცხონება შეუძლებელია, ის საკუთარ უგუნურებასა და ცოდვებს უხდის ხარკს. აბრაამს ცოლი და შვილები ჰყავდა, სამას ოთხმოცი მონა, იმდენივე მონა ქალი და მრავალრიცხოვანი ოქრო ვერცხლი გააჩნდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, ღვთის მეგობრის სახელი დაემსახურებინა. რამდენი ეკლესიის მსახური და უდაბნოთმოყვარე ცხონდა! რამდენი დიდებული და მხედართმთავარი! რამდენი ხელოსანი და მიწისმოქმედი! რამდენი - ხმაურიან ქალაქებსა და მდუმარე უდაბნოში! წაიკითხე წმიდანთა ცხოვრება და შეიტყობ ღვთის მოსაგრეთა სახელებს. მეორე მხრივ, მათსავე ხარისხებსა და მდგომარეობებში, იმავე ადგილებსა და იმავე დროს ადამიანთა ურიცხვი რაოდენობა დაიღუპა. მეფეებიდან მონებამდე არიან ზეციური სამეუფოს შვილები და მეფეებიდან მონებამდე არიან დაღუპვის ძენიც.
ქრისტიანული ეკლესიის ძეო! ნუ აცდნებ საკუთარ სულს: უფლისგან ცხონებას ნებისმიერ ადგილას მოიპოვებ, თუ მის ნებას აღასრულებ. უფალი მიიღებს მართალ სულს თავის მკლავებში - ერთნაირად ტახტიდან და უბდალო კომლიდან, საკუთრთხევლიდან და ბრძოლის ველიდან. ასე რომ, თუ ვინმე ერში ცხოვრობს, სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემა. თუ შესცოდავ, შეგიძლია, სინანულით კვლავ მიუახლოვდე უფალს. თითოეულმა აღასრულოს ყოველი ის სათნოება, რომელიც უფალმა მასში ჩადო; უფრო მეტიც, იყავი ღვთისმოშიში და კაცთმოყვარე; მაშინ ყველა ცხონდება და პირიქით, თუ ვინმე მდუმარე უდაბნოში განდგა, მაგრამ თავისი ბოროტი საქმეები ანდა თვითნებობანი შორს არ მიატოვა, ის აუცილებლად დაიღუპება