თემა: ეშმაკი, ლოცვა, სასწაულები
ლოცვა მოყვასისთვის.
ერთხელ კელიის მონასტრის პრესვიტერი, რომელსაც ნათელხილვის ნიჭი ჰქონდა, ეკლესიაში ღვთისმსახურების აღსასრულებლად მიდიოდა და ერთერთი ძმის სენაკთან დემონთა სიმრავლე დაინახა. ბოროტ სულებს ქალებისა და სხვა მაცდუნებელი სახეები მიეღოთ. ისინი უგვან სიტყვებს ამბობდნენ, იცინოდნენ და მხიარულობდნენ. მოძღვარმა ბერმა ამოიოხრა და თქვა:
-ეს ძმა, ალბათ, მცონარებას მისცემია და ამიტომ მზაკვარი სულები გარს შემოხვევიან, დასცინიან და სათამაშოდ გაუხდიათ! საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდგომ, უკან დაბრუნებისას, ბერი იმ ძმასთან სენაკში შევიდა და უთხრა:
-ძმაო, მწუხარება მეწვია, მაგრამ მწამს, რომ ღმერთი მისგან მიხსნის, თუკი ჩემთვის ილოცებ!
ამ სიტყვებზე ძმას გული აუჩვილდა და მოძღვარს უთხრა:
-მამაო, არა ვარ ღირსი, რომ შენთვის ვილოცო!
მაგრამ მოძღვარი ბერი არ მოეშვა და ევედრებოდა:
-არ წავალ, სანამ სიტყვას არ მომცემ, რომ ყოველ ღამით ლოცვას ჩემთვის აღასრულებ!
ძმაც შეჰპირდა. მოცუხი ბერი ასე იმიტომ მოიქცა, რომ მცონარი ბერი ღვთის სათნო ცხოვრებისკენ მოექცია და ეიძულებინა, რომ ყოველ საღამოს ელოცა.
მართლაც, პირველივე ღამეს ბერი ადგა, რათა მოხუცი ბერისთვის ელოცა. ლოცვის დასრულების შემდეგ გული აუჩვილდა და საკუთარ თავს უთხრა:
-ჰოი შენ, ჩემო შეჩვენებულო სულო! მოხუცებულისთვის ილოცე, საკუთარი თავისთვის კი რატომ არ ევედრები ღმერთს?
მან საკუთარი თავისთვისაც ილოცა. ასე გაატარა მთელი კვირა - ყოველღამ ერთ ლოცვას მოძღვრისთვის აღავლენდა, მეორეს კი - თავისთვის.
კვირას, როცა მოხუცებული ბერი კვლავ ეკლესიაში მიდიოდა, მან ბერის სენაკთან კვლავ იხილა დემონები, რომლებიც ამჯერად მოწყენილნი იყვნენ. მოძღვარი მიხვდა, რომ ისინი ძმის ლოცვამ დაამწუხრა. ის ძმასთან შევიდა და ევედრა, რომ ერთ ლოცვას ყოველ ღამით მეორეც დაუმატეო. როცა ბერმა იმ ღამით მოხუცისთვის მეორე ლოცვაც დაამატა, კვლავ თავმდაბლობით აღივსო და გულშემატკივარმა საკუთარ თავს უთხრა:
ჰოი, შეჩვენებულო სულო! მეორე ლოცვაც აღასრულე შენი თავისთვის!
ასე ილოცა მან ყოველ ღამე მთელი კვირის განმავლობაში. მომდევნო კვირას გზად ეკლესიისკენ მიმავალმა მოძღვარმა მდუარე და უნიათო დემონები იხილა. მან ღმერთს მადლობა შესწირა, კვლავ შევიდა ძმასთან და სთხოვა, ჩემთვის აღსრულებულ ვედრებას კიდევ ერთი ლოცვა მიუმატეო. ძმაც ყოველ ღამ უკვე 6 ლოცვას აღუვლენდა ღმერთს. მოძღვარი ბერი კვლავ ეწვია ძმას; მაშინ დემონები მოხუცებულს ბერის ხსნისთვის განურისხდნენ, მან კი ღმერთი განადიდა, ძმასთან შევიდა და დამოძღვრიდა მას გულმოდგინე, განუწყვეტელ ლოცვაში. ამის შემდეგ მოძღვარი ბერი თავის სენაკში დაბრუნდა, საღვთო მადლით განგდებული დემონები კი ბერის სულიერი ღვაწლის დანახვაზე განეშორნენ მას.
აი, ასე შეეწევა სხვისთვის ლოცვა თავად მლოცველსაც