თემა: სასწაულები, ზიარება, ღვთისათვის თავგანწირვა
საიდუმლოს განცხადება.
XII საუკუნეში დიოსპოლისში ასეთი სასწაული მოხდა:
სარკინოზთა მეფის ძმისწული ნუნერა დიდი შეიარაღებული მხედრობით მიადგა წმიდა გიორგის ეკლესიას და ალყა შემოარტყა. მეომრებმა აქლემები პირდაპირ ტაძარში შეიყვანეს. სამღვდელოება ევედრებოდა, არ წაებილწათ ეკლესია, მაგრამ მათ არ შეისმინეს და აქლემები ერთიანად დაეხოცათ.
ამის შემდეგ მღვდლებმა წმიდა ჟამის წირვა დაიწყეს. სარკინოზთა მეთაურმა იხილა, როგორ დაკლა მღვდელმა ყრმა, მისი სისხლი ბარძიმში ჩაასხა, ხორცი ფეშხუმზე გაანაწილა; წირვის დამთავრების შემდეგ მასაც მიართვეს სეფისკვერი და უთხრეს, ამით ვემსახურებით უფალ ღმერთსო. მან კი მიუგო: უბადრუკებო, იმით ემსახურებით ღმერთს, რომ ყრმა დაკალით, ხორცი ფეშხუმზე დააწყვეთ და მერე შეჭამეთო?
მღვდელმა მუხლი მოიყარა უფლის წინაშე და შეჰღაღადა:
-დიდ ხარ შენ, უფალო, კაცთა შორის, ღმერთო ჩვენო, დიდება შენ, რომ ამ კაცს გამოუცხადე შენი საიდუმლო, რომელიც მე ვერ ვიხილე და მხოლოდ დიდი წმიდანები: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი ხედავდნენო. განცვიფრებული სარკინოზი კითხულობდა, რაში იყო საქმე და როცა მღვდელმა ყოველივე აუწყა, იგი ღმრთის შიშით განიმსჭვალა, მიატოვა სარკინოზთა სარწმუნოება, წავიდა იერუსალიმში, მოინათლა პატრიარქისგან და სინას მთაზე ბერად აღიკვეცა.
ბერს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ქრისტესთვის წამებულიყო. ხუთი წლის შემდეგ იგი დაბრუნდა დიოპოლისში და წმიდა გიორგის ეკლესიაში პირველსავე მღვდელს გაუმხილა, რომ ქრისტესთვის მოწამეობა უნდოდა. მან გაგზავნა ბიძამისთან - არაბთა მეფესთან, რათა სარკინოზთა წინაშე იესო ქრისტე ძედ ღმრთისად ეღიარებინა. როცა ბიძის ქალაქში ჩავიდა, მეფის ძმისწული კოშკზე ავიდა და სარკინოზებს მოუწოდა. როცა ისინი შეიკრიბნენ, ჰკითხა, რას მიბოძებთ, მეფის ძმისწულის ადგილსამყოფელი რომ გაგიმხილოთო. მეფე დაპირდა, თუ სიმართლეს მეტყვი, დიდძალი ოქრო-ვერცხლით დაგაჯილდოვებთო. ბერმა მიუგო, მე ვარო, თანაც შეატყობინა, მოვინათლე და მწამს მამა, ძე და სულიწმიდა, სარაცინთა სარწმუნოებას, მათ ცრუ და წყეულ მაჰმადს კი ვგმობო. მეფემ უთხრა, უბედურო, მერე რა მოიგე იმით, რომ სარკინოზთა კარგი სარწმუნოება მიატოვე და დაბებკილი ძაძით შემოსილი დადიხარო? ბერმა მიუგო, ეს ძაძა მირჩევნია თქვენს სიმდიდრეს და ვგმობ წყეულ მაჰმადსო.
მეფემ ძმისწულის გაძევება ბრძანა. მთავრებმა კი თქვეს, მისი ცოცხლად დატოვება არ შეიძლება, რადგან ჩვენი სარწმუნოება შეაგინა და ყველას წინაშე დაგმო მაჰმადიო. გაიყვანეს იგი ქალაქიდან და სტეფანე პირველმოწამის მსგავსად ჩაქოლეს. მოწამეობის ასეთი სურვილით შეავედრა ამ ბერმა სული უფალს, რომლის წინაშეც დიდებით იხარებს უკუნითი უკუნისამდე, ამინ!