ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: სასუფეველი, სიხარული, სინანული, სინდისი
მოუნანიებელი ადამიანი ყველაზე უგუნურია ამ ქვეყნად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ სიმძიმე ადევს გულზე, რადგან არ ინანიებს, რომ გათავისუფლდეს ამ პატარა ჯოჯოხეთიდან, კიდევ უფრო უარესისკენ რომ მიაქანებს – მარადიული ჯოჯოხეთისკენ, - არამედ იმიტომაც, რომ მიწაზე სამოთხისეულ სიხარულს იკლებს, სიხარულს, რომელიც გრძელდება და სამოთხეში ღვთის სიახლოვეში უფრო მეტად ძლიერდება.