ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ღვთის სათნო ყოფისათვის, სათნოებები
151. კეთილმსახურმა სულმა იცის ყოველთა ღმერთი, რადგან სხვა არაფერია კეთილმსახურება, თუ არა აღსრულება ღვთის ნებისა, რაც ნიშნავს, რომ ცოდნა ღვთისა ეს იგივეა, ვიყოთ უშურველნი, კეთილგონიერნი, მდაბალნი, ძალისამებრ გამცემნი, გახსნილნი, კამათის არმოყვარენი და სხვა ამგვარი, რაც ესათნოება ღვთის ნებელობას.