ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სიმდაბლე
83. საკუთრივია ვარსკვლავისთვის ის სინათლე, რაც მის გარშემოა, ხოლო ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშისთვის საკუთრივია უბადრუკება და სიმდაბლე, რადგან, ჩვეულებრივ, სხვა არაფერია ქრისტეს მოწაფეთა გამოსაცნობი და წარმომჩენი ნიშანი, თუ არა მდაბალი გონება და უბადრუკი შესახედაობა, და ყველგან ამას ღაღადებს ოთხი სახარება, ხოლო ვინც არ ცხოვრობს ასე, – ესე იგი სიმდაბლით, – განეშორება იმის ნაწილს, რომელმაც ვიდრე სიკვდილამდე და ჯვრამდე დაიმდაბლა თავისი თავი (იესო ქრისტე), ვინც არის საღვთო სახარებათა საქმითი რჯულმდებელი.