თემა: სიმდაბლე

190. თქვა უფალმა: „ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი ვარ და მდაბალი გულით, და ჰპოვებთ მოსვენებას თქვენი სულებისთვის" (მთ. 11.29). 191. თქვა უფალმა: „ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, როგორც ეს ბავშვი, ამაღლდება, ხოლო ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება (შდრ. მათ. 18.4; 23.12). „ისწავლეთ, – ამბობს, – ჩემგან (შდრ. მთ.11.29). ხედავ, სწავლება ეხება თავმდაბლობას, ვინაიდან მისი მცნება საუკუნო სიცოცხლეა (ინ. 12.50), თვით ეს მცნება კი არის თავმდაბლობა. მაშ, ვინც არ არის მდაბალი, სიცოცხლისგან დაკლებულა და, შესაბამისად, საწინააღმდეგო მხარეს აღმოჩნდება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები