ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: განკითხვა, საზრდელის მიღება
წმიდა მამები გვასწავლიან, ტრაპეზთან უნდა ვისხდეთ მოწიწებით, გვახსოვდეს - საკვები ღვთის წყალობაა. ჭამის დროს არ შეიძლება უქმი მეტყველება, ხუმრობა, სიცილი, განსაკუთრებით კი - განკითხვა. ნეტარ ავგუსტინეს, იპონიელ ეპისკოპოსს, სატრაპეზოში გამოკრული ჰქონდა წარწერა: "აქ ადამიანებს არ განიკითხავენ"