ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა. წარმართნიც და კერპთმსახურნიც კი აძლევენ გლახაკთა მოწყალებასა, მაჰმადის სჯულიც კი მოითხოვს და ასწავლის ამ სათნოებასა; გარნა ჩვენ, ქრისტიანეთაგან სახარება მოითხოვს სხვა ხარისხის და სხვა სახის მოწყალებასა: “იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს” (ლუკა 6. 36). აჰა, რა გასაოცარსა ხარისხსა მოწყალებისასა მოითხოვს ჩვენგან მაცხოვარი.