ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მოწყალება
ზოგიერთს თავის თავი მიაჩნია კეთილ ქრისტიანედ; გარნა როდესაც ღარიბი და გლახაკი მოითხოვს მისგან შემწეობას, ეწყინება, ვერაფერს ვერ გამოიმეტებს, თუმცა იმავე ჟამს არა ზოგავს მრავალსა ხარჯსა რომლისამე ამაოისა ნივთისა ანუ კმაყოფილებისათვის.