
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
ვისწრაფოთ და ვიშრომოთ ძმებო, რომ ამ სათნოების მწვერვალზე ავიდეთ; და თუ წვერამდე ვერ მივაღწიეთ, შევეცადოთ, რომ მის მხრებზე დავსხდეთ, მაგრამ თუ არც იქ მისასვლელად მოგვდევს მუხლის ძალა, მაშინ კალთებამდე მაინც მივიდეთ, რადგან ასე მგონია, რომ ვინც აქედანაც გადმოვარდება, საღმრთო მადლს ვერასოდეს მიიღებს