
ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიმდაბლე
სიმდაბლის გზა და ძირი, და არა მისი არსი, არის: უპოვარება, უცხოობა, სიბრძნის დაფარვა, მოწყალების თხოვა, წარჩინებულობის არგამხელა, კადნიერების განგდება, მრავალმეტყველებისაგან განშორება, რადგან ამგვარად სულს სხვა ვერაფერი დაამდაბლებს. რადგან ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ამპარტავნების საფუძველი გვაქვს, მაგრამ ხორციელ პატივს უკანმოუხედავად გავურბივართ